"მე ყველაფერი გავაკეთე, რათა მას სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა"
"მე ყველაფერი გავაკეთე, რათა მას სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა"
ფერმაში დაიბადა მინიატურული კვიცი, რომელსაც თანდაყოლილი ფეხების პრობლემა ჰქონდა. მას არ შეეძლო დამოუკიდებლად ფეხზე დგომა და გადაადგილება.

კვიცს პატრონმა რუზი დაარქვა. პატარა ცხოველს დედის რძით კვებაც კი უჭირდა, რადგან ფეხზე დგომა არ შეეძლო.

პატრონმა ის არაერთ ვეტერინარს აჩვენა, თუმცა, ყველამ კვიცის ევთანაზია (სამუდამო დაძინება) ურჩია.

პატრონმა ცხოველის ევთანაზიაზე უარი თქვა და მასზე ზრუნვა გადაწყვიტა. პატრონმა კვიცისთვის სპეციალური პროტეზი დაამზადებინა. რუზის თავიდან უჭირდა სიარული, თუმცა, შემდეგ იმდენად შეეჩვია თავის "ბოტებს", რომ სირბილიც დაიწყო. 

"რუზის საოცრად მებრძოლი ხასიათი აქვს. ის არ დანებდა
თავის ავადმყოფობას და ჩემთან ერთად ბევრი იბრძოლა, რათა ფეხზე დამდგარიყო. მეც ყველაფერი გავაკეთე იმისათვის, რომ
მას სრულფასოვანი ცხოვრება ჰქონოდა."- ამბობს კვიცის პატრონი ქრისტინი.

ის ცხოვრობს ძაღლებთან, კატებთან და სხვა ცხენებთან ერთად აშშ-ში, ერთ-ერთ ფერმაში, სადაც მზრუნველი და მოსიყვარულე პატრონი ჰყავს. 

Zooclub

საბედნიეროდ, კვიცი ქრისტინას დახმარებით ევთანაზიას გადაურჩა და დღეს სიცოცხლით ტკბება ისევე, როგორც ფერმის სხვა ბინადარი ცხოველები.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

ცხოველები პროთეზით

სამფეხა სპილო მოშას ახალი პროტეზი

ხელოსანი შეზღუდული შესაძლებლობების ძაღლებს ეხმარება
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?