პანდამ ფუტკრის სკებს მიაგონო და თაფლი "წაქცევამდე" ჭამა
პანდამ ფუტკრის სკებს მიაგონო და თაფლი "წაქცევამდე" ჭამა
დღისით სიჩუნის (ჩინეთი) პროვინციაში, ერთ-ერთ ფერმაში შეიპარა პანდა. გარეულმა ცხოველმა სუნით მიაგნო ფუტკრის სკებს და გადაწყვიტა მთელი თაფლი შეეჭამა.

ჩვეულებრივ, გარეულ პანდებს ადამიანების ეშინიათ, თუმცა, ამ შემთხვევაში ისე გაერთო ცხოველი თაფლის ჭამით, რომ გარშემო მყოფი კამერებით შეიარაღებული ადამიანებისთვის არც კი მიუქცევია ყურადღება. 

Zooclub

პანდა შეძვრა 10 სკაში და დიდი ოდენობის თაფლი შეჭამა, გაილოკა თათები და კმაყოფილმა დატოვა ფერმა. სკების პატრონი, ნაცვლად იმისა, რომ შეწუხებულიყო დიდი ზარალით, უფრო მეტად ფუტკრების მიერ დაკბენილი პანდის ბედით ნერვიულობდა.

Zooclub

უდავოა, რომ პატრონი ასეც მოიქცეოდა, ვინაიდან პანდა
ჩინეთში ითვლება ქვეყნის სიამაყედ და მისადმი დამოკიდებულება განსაკუთრებულია, გამონაკლისი არც "თავხედი" პანდები არიან.


ასევე იხილეთ:

ჩაუ-ჩაუს
შეღებილ ლეკვებს ცირკში პანდებად ასაღებდნენ


იცით, თუ არა რომ...

რა მიიღეს პანდებმა საჩუქრად დაბადების დღეზე?

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?