გეპარდი ძმების წარმოუდგენელი ამბავი
გეპარდი ძმების წარმოუდგენელი ამბავი
ცხოვრება მოულოდნელობებით სავსეა. არავინ იცის ჩვენი პროფესიული საქმიანობის მანძილზე რა სახის უცნაური ფაქტის მოწმენი გავხდებით.

განსაკუთრებით მაშინ, როცა ბუნებასთან და ცხოველებთან გვაქვს შეხება.
ფოტოგრაფმა მიშელ დენის-ჰაუტმა მეტად უცნაური კადრები აღბეჭდა კენიის ტერიტორიაზე.

სამმა გეპარდმა ძმამ წელიწად ნახევარია, რაც დედა დატოვა და დამოუკიდებლად გააგრძელა ცხოვრება. ისინი ერთად ნადირობენ, ერთად თამაშობენ და ერთად ატარებენ მთელ დროს.

ერთ დღეს, როდესაც მათ ინადირეს და ნადავლი მიირთვეს, კმაყოფილები თამშობდნენ. ამ დროს ანტილოპების ჯოგი გამოჩნდა. ძმები დაედევნენ, თუმცა, ყველა ანტილოპა გაიქცა, მხოლოდ ყველაზე პატარამ ვერ შეძლო თავის დაღწევა.

Zooclub

რაც შემდეგ
მოხდა, ფოტოგრაფის გაკვირვება გამოიწვია.

გეპარდებმა პატარა ანტილოპასთან ითამაშეს და შემდეგ გაუშვეს.

Zooclub
გეპარდი ძმების წარმოუდგენელი ამბავი" />

"იყო მომენტი, როცა ერთ-ერთი გეპარდი ანტილოპას კისერთან მიუახლოვდა და ლოკავდა. მეგონა, რომ ყელში ჩაწვდებოდა, თუმცა, ის მხოლოდ მოეფერა პატარა ცხოველს და გაუშვა."- ამბობს ფოტოგრაფი.

Zooclub

პატარა ანტილოპას ძალიან გაუმართლა. ეს ამბავი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ცხოველები მხოლოდ შიმშილის დროს ნადირობენ.

ასევე იხილეთ:

ადამიანებმა მგელს, ცოცხალი ვირი მიუყვანეს "სადილად", თუმცა...

"Discovery" 7 დეკემბერს წარმოუდგენელ სანახაობას გვპირდება: როგორ ჭამს ანაკონდა ცოცხალ ადამიანს

კელსის წარმოუდგენელი ისტორია - ძაღლი, რომელსაც სიკვდილი ელოდა...

გიული თეგეთაშვილი
უკაცრავად და, გეპარდი თუ ლეოპარდი???
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?