მამაკაცი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ მიდიოდა, როცა გზის პირას მუყაოს ყუთი შენიშნა
მამაკაცი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ მიდიოდა, როცა გზის პირას მუყაოს ყუთი შენიშნა
ბრენდონ ნული ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ მიდიოდა, როცა გზის პირას მუყაოს ყუთი შეამჩნია. მან შეამოწმა ის და აღმოაჩინა სამი ახალშობილი დათვის ბელი. ნათელი იყო, ვიღაცამ ისინი მიატოვა.

"თავიდან ვიფიქრე, რომ ძაღლის ლეკვები იყვნენ. შემდეგ, ღრუტუნივით ხმას გამოსცემდნენ და გოჭებსაც მივამსგავსე, თუმცა, მერე მივხვდი, რომ დათვები იყვნენ."- ამბობს ბრენდონი.

Zooclub

მამაკაცმა ისინი ახლოს მდებარე სახანძრო განყოფილებაში წაიყვანა.

Zooclub

ბრენდონის შვილი აღფრთოვანებული იყო ახალშობილი ბელებით.

"ისინი იმდენად საყვარლები იყვნენ, მე და ჩემი და ვეხვეწებოდით მამას დაეტოვებინა დათვები ჩვენთვის."- ამბობს გოგონა.

Zooclub

ბელები ტენესის შტატში (აშშ) ,
"დათვების გადარჩენის" ორნაცინიზაციაში გადაიყვანეს, თუმცა, ერთი მათგანი სამხრეთ კაროლინას ზოოპარკს გადასცეს.

"დათვების გადარჩენის" ცენტრის თანამშრომლები
პატარა ბელებს მოუვლიან იმ დრომდე, სანამ ისინი დამოუკიდებლად ველურ ბუნებაში შეძლებენ ცხოვრებას.

Zooclub

როგორ მოხვდნენ ახალშობილი ცხოველები მუყაოს ყუთში, გზის პირას დღემდე არ არის ცნობილი.


ასევე იხილეთ:

გოგონამ პარკში შავი კნუტებით სავსე ძველი ჩემოდანი იპოვა

ძაღლი, რომელიც მუყაოს ყუთში ცხოვრობდა

მამა-შვილმა ტყის პირას ყუთი შენიშნეს...
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?