უძველესი ძაღლები ძალიან გავდნენ.... კატებს
უძველესი ძაღლები ძალიან გავდნენ.... კატებს
თანამედროვე ძაღლების წინაპრები, რომლებიც მილიონი წლის წინ ცხოვრობდნენ, ძალიან გავდნენ კატებს. თავის ახლანდელ შესახედაობას ძაღლები კლიმატის ცვლილებას უნდა უმადლოდნენ - ასეთ დასკვნამდე ამერიკელი მეცნიერები მივიდნენ.

გამოკვლევას ამერიკაში არსებული ერთ-ერთი უნივერსიტეტის სპეციალისტები ატარებდნენ. კატებთან მსგავსება 40-დან 2 მილიონამდე წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრებ 32 სახეობის ძაღლის კბილებისა და მოსახრელი სახსრების შესწავლისას აღმოაჩინეს.

კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლების თათები უფრო მსხვერპლის დაჭერისთვის არის განვითარებული, ვიდრე სირბილისთვის (გამონაკლისია მხოლოდ ჰეპარდი).

თანამედროვე ძაღლები მოსახრელი სახსრების წყობის გამო, უკეთ დარბიან, ვიდრე იჭერენ და გლეჯენ მსხვერპლს. მილიონი წლის წინ
ეს განსხვავება მათ შორის არ ყოფილა და კატებისა და ძაღლების წინაპრები ერთნაირად ნადირობდნენ ჩასაფრების უპირატესობის
გამოყენებით.

მკვლევრების ვარაუდით, ძაღლების კიდურების ევოლუციური გადაწყობა კლიმატის ცვლილების გამო მოხდა. 40 მილიონი წლის წინ ჩრდილოეთ ამერიკა ტყით იყო დაფარული, მაგრამ ტემპერატურის მომატების გამო, მნიშვნელოვანი ტერიტორია სავანად იქცა. მტაცებლები კი ძალიან მგრძნობიარეები არიან კლიმატის ცვლილების მიმართ, რაც პირდაპირ აისახება ნადირობის პირობებზე.

ჩასაფრების შესაძლებლობის დაკარგვის შემდეგ, ძაღლებს მოუწიათ სირბილის სწავლა, რომ გაქცეულ სწრაფ ცხოველს დაწეოდნენ. ასე მათი თათების მოსახრელმა სახსრებმა ცვლილება განიცადეს. მათ ასევე განუვითარდათ კბილები, რადგან ახლა სწორედ მათით გლეჯენ ძაღლები მსხვერპლს.

მკვლევრების აზრით, მტაცებელთა შორის ახლო ათასწლეულში შეიძლება ახალი ევოლუციური განვითარება გახდეს შესაძლებელი, რადგან კლიმატი პლანეტაზე კვლავ იცვლება.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?