პატრონმა სასიკვდილოდ განწირული ვირი უპატრონოდ ტყეში მიატოვა, რადგან ცხოველს მუშაობის უნარი აღარ შესწევდა
პატრონმა სასიკვდილოდ განწირული ვირი უპატრონოდ ტყეში მიატოვა, რადგან ცხოველს მუშაობის უნარი აღარ შესწევდა
ვირი, სახელად ფერნანდო 20 წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თავის პატრონს. როცა მან ფეხი დაიზიანა და მუშაობა ვეღარ შეძლო, ის პატრონმა მიატოვა იმ ადგილას, სადაც ცხოველი დავარდა.

ქალი სეირნობდა თავის ძაღლთან ერთად, როცა მან დაშავებული ცხოველი შენიშნა. ამ ცხოველს სასწრაფოდ შველა სჭირდებოდა. მან დარეკა ადგილობრივ კოლორადოს (აშშ)  "ფერმის ცხოველთა თავშესაფარში".


ისინი დაუყოვნებლივ მივიდნენ, თუმცა, დაშავებული ვირის ტრანსპორტირებას ვერ ახერხებდნენ. მათ Facebook-ზე განათავსეს განცხადება, სადაც ადამიანებს დახმარებას სთხოვდნენ. 45 წუთის შემდეგ მოხალისე მეხანძრე თავის სატვირთო მანქანით ადგილზე იყო.

Zooclub

ფერმის თანამშრომლები და მეხანძრე ვირის
დასახმარებლად ტყესთან მივიდნენ.

"დაღამდა, წვიმა წამოვიდა, ჩვენ ფანრებით ვეძებდით ცხოველს, თუმცა, ვერ ვპოულობდით, როცა მისი
პოვნის იმედი დავკარგეთ, უეცრად ვირმა ბალახებიდან თავი წამოსწია."- ამბობს ფერმერი.

ვირი ფერნანდო ფერმაში გადაიყვანეს და დღეს უკვე ჯანმრთელი ცხოველია, რომელსაც აღარ უწევს ყოველდღიური შრომა უგულო პატრონთან.

Zooclub

"ფერმის ცხოველები ხშირად უპატრონოდ კვდებიან. როცა მათ ასაკი ემატებათ და პატრონს ვეღარ ემსახურებიან, ნაგავსაყრელთან ან გზაზე მიტოვებულები ასრულებენ სიცოცხლეს. ფერნანდო და სხვა ცხოველები მეტ პატივისცემას იმსახურებენ ადამიანებისგან."- ამბობს ვირის მომვლელი.

Zooclub

ასევე იხილეთ:

ცხენი საფლობში იხრჩობოდა, მაგრამ პატრონმა მის გადასარჩენად ბოლომდე იბრძოლა

მგელი გაყინული მდინარიდან ვერ ამოდიოდა, ის სიკვდილის ებრძოდა..

უსინათლო ცხენს ერთგული მეგობარი ყოველთვის გვერდით ჰყავს
ლალი
მაგდანას ლურჯა
მაგდანას ლურჯა
ისე მოჰქცევია პატრონი,როგორც ჩვენს პენსიონერს ექცევა სახელმწიფო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?