ვეფხვებზე მონადირე 6 ბრაკონიერი მოკლეს
ვეფხვებზე მონადირე 6 ბრაკონიერი მოკლეს
ბიბისის განცხადებით, 6 მამაკაცი, რომლებიც ბენგალური ვეფხვების მკვლელობაში იყვნენ ეჭვმიტანილნი, პოლიციასთან წინააღმდეგობის დროს ბანგლადეშში, სუნდარბანგის მანგროს ტყეში მოკლეს.

ადგილობრივი სამართალდამცველების ინფორმაციით, მათ ტყეში იპოვეს ბრაკონიერების სამალავი, თუმცა, დამნაშევეები პოლიციას არ დანებდნენ და ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც 6 ბრაკონიერი ადგილზე მოკვდა. სამალავში აღმოჩენილი იქნა ვეფხვის 3 ტყავი, რომლებიც ახალი დამზადებული იყო.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, პოლიციამ ბრაკონიერები დაკავების შემდეგ მოკლეს, რაც ეწინააღმდეგება სამართალდამცველების განცხადებას.

ბოლო ინფორმაციით, სუნდარბანგის მანგროს ტყეებში დარჩა მხოლოდ ასამდე ბენგალური ვეფხვი, რაც 10 წლის წინანდელთან შედარებით ოთხჯერ ნაკლები მაჩვენებელია. საერთო
რაოდენობით, დე
დამიწაზე ბინადრობს 2,3 ათასამდე ბენგალური ვეფხვი. ძირითადად ისინი ცხოვრობენ ინდოეთში, ბანგლადეშში, ნეპალში, ბუტანში, ჩინეთსა და მანმარში.


ასევე იხილეთ:

ბრაკონიერების სისასტიკის გამო, ის უდედოდ დარჩა

მსოფლიოში ჩრდილოეთის მხოლოდ 6 თეთრი მარტორქა დარჩა

მანული-ყველაზე ემოციური ცხოველი დედამიწაზე
ვეფხოფილი
აუ, რა ლამაზები არიან ეს ვეფხვები!..
ნანა
ვენაცვალე ხელებში იმ პოლიციას,ეს ნაძირლები რომ ჩააძაღლეს!!! ადამიანზე ახვარი ცხოველი დედამიწაზე არ არსებობს.ცხოველი კლავს მხოლოდ იმიტომ რომ შია და გადარჩეს,მაძღარი არასოდეს არავის დაესხმება თავს,ნაგავი ორფეხი კი კლავს ან ფულისთვის,ან სიამოვნებისთვის! ნეტავ მსოფლიოს ყველა ბრაკონიერი ასე ამოწყვიტონ ერთ დღეს! საწყალი პლანეტა და ბუნება ამ არაკაცების ხელში,რამდენს გაუძლევს კიდევ?!
kargia!!!
ძალიანაც კარგი! ვენაცვალე!!!! ეგრე უნდათ!!!
avoieee
ასეთი მონადირე-მეკობრე ადგილზევე უნდა გაანადგურო.ეს კარგად გაუკეთებიათ,რომ აყვანილები და დაპატიმრებულები დახვრიტეს.უკვე პანიკური შიში ექნებათ და თოფს პირველ დაძახილზე აღარ აიღებენ,ჯერ დაფიქრდებიან.ეცოდინებათ,რომ ხელების აწევაც არ უშველით.მე იმ მაცხოვრებლებსაც მივაყოლებდი."დამპალი" მოწმე იგივე მკვლელია.
ასოშეიდეთ პრესის სააგენტო
ასამდე ვეფხვი დარჩენილა და ადამიანები კი 7 მილიარდს აღემატებიან! კარგი უქნიათ! Туда им и дорога!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?