ვალტერ ჯეიმს პალმერი, სტომატოლოგი მინესოტას შტატიდან ბოდიშს იხდის ზიმბაბვეს ულამაზესი ლომის მოკვლის გამო
ვალტერ ჯეიმს პალმერი, სტომატოლოგი მინესოტას შტატიდან ბოდიშს იხდის ზიმბაბვეს ულამაზესი ლომის მოკვლის გამო
სტომატოლოგმა მინესოტას შტატიდან, წერილობითი სახით, ბოდიში მოუხადა თავის პაციენტებს ზიმბაბვეში ლომის მოკვლის გამო. მედიასა და სოცქსელში გრძელდება აღშფოთებული ადამიანების დამოკიდებულების გამოხატვა მისი საქციელის მიმართ, მუქარის სახითაც კი.

წერილში მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ ლომი, სახელად სესილი, ასეთი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყანაში და რომ მას ეკეთა საყელური, რაც ნიშნავდა, რომ ის იმყოფებოდა ადგილობრივი ზოოლოგების დაკვირვების ქვეშ.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე რამოდენიმე დღეა მედიაში თუ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟია შექმნილი ჩემ მიერ ზიმბაბვეში ლომის მოკვლის თაობაზე. ამის გამო მოვალედ ვთვლი თავს გაცნობოთ,
რომ ეს ფაქტი არანაირად არ არის კავშირში ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან. პაციენტებთან მე არასოდეს ვსაუბრობ ნადირობაზე,
რადგან მესმის, ეს მეტად ემოციური საკითხია და შეიძლება ვნებათაღელვა მოყვეს. კერძოდ, ამ ფაქტმა ჩემი სამუშაო პროცესი საგრძნოლად შეაფერხა და ზიანი მიაყენა”, - წერს პალმერი თავის წერილში.

მან იგივე განცხადება გააკეთა პრესისთვის.

პალმერმა ასევე განაცხადა, რომ ნადირობისას მან ადგილობრივი პროფესიონალი გიდები დაიქირავა და მოიპოვა ყველა აუცილებელი ნებართვა, რაც საჭირო იყო ლომზე სანადიროდ. აქვე მან პირობა დადო, რომ პასუხს გასცემს ზიმბაბვესა და ამერიკის მხრიდან წამოჭრილ ნებისმიერ კითხვას ამ საკითხის გარშემო.

უკვე რამოდენიმე დღეა სტომატოლოგიური კლინიკის "River Bluff"-ის ოფიციალური ვებგვერდი და ფეისბუქგვერდი გათიშულია. პაციენტებთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით ხორციელდება.

ათასობით აღშფოთებული მოქალაქის წერილებმა ფაქტობრივად დატბორა ოფისის ვებგვერდი.

ზიმბაბვეს პოლიციაში განაცხადეს, რომ ისინი ეძებენ ორ ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც მონადირეს ლომის გამოტყუებაში დაეხმარნენ.

ამერიკის მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. ისინი ვალტერ ჯეიმს პალმერის ზიმბაბვეში ექსტრადირებას ითხოვენ, რათა მათი სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს თავის საქციელზე. პეტიციას უკვე 66,000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


ასევე იხილეთ: "ზიმბაბვეს მთავარი ლომი ერთი მდიდარი ადამიანის ახირების გამო მოკლეს"


Zooclub


Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


Zooclub

Zooclub
ნესტან არველაძე
რას ერჩოდა იმ საცოდავ ლომს? თუ გაკოტრდება, ან დაიხურება მისი კლინიკა, ღირსი იქნება, ამ ლომის სიკვდილი რატომ აწყობდა?მაგ ბოროტო კაცი
ემა
ლომივით,მკვლელიც და მეგზურები უნდა აწამო.საკუთარი სიამოვნების გამო ცოცხალი არსება ისიც ლ ო მ ი მოკლა როგორა მოუვიდა ამის გაკეთება აზრად,ექიმი კი არა სადისტი ყოფილა...
liza
რა მანიაკის სახე აქვს ამ ნაძირალას, საერთოდ უნდა გაკოტრდეს, ერც ერთი პაციენტი აღარ უნდა მივიდეს მის კლინიკაში, ასეთების ადგილი ციხეშია.
გიორგი დოხნაძე
ქართველები რა ნაკლები სადისტები არიან? ირემებზე და შველებზე, რომ ბრაკონიერობენ
lasha
საერთოდ არ მიყვარს ნადირობა, არც პაციფისტი ვარ და არც ვეგეტერიანელი, უბრალოდ არ მიყვარს..... მაგრამ კურდღელზე, მწყერზე, ირემზე, ჰა-ჰა თუ გინდა დათვზეც მონადირეებს შეიძლება გაუგო, ბოლო-ბოლო საკვებად შეიძლება გამოიყენო... მაგრამ ლომი მოკლა,უბრალოდ იმიტომ რომ ფული გაქვს, მართლაც მაგარი ნაძირლობაა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?