ვალტერ ჯეიმს პალმერი, სტომატოლოგი მინესოტას შტატიდან ბოდიშს იხდის ზიმბაბვეს ულამაზესი ლომის მოკვლის გამო
ვალტერ ჯეიმს პალმერი, სტომატოლოგი მინესოტას შტატიდან ბოდიშს იხდის ზიმბაბვეს ულამაზესი ლომის მოკვლის გამო
სტომატოლოგმა მინესოტას შტატიდან, წერილობითი სახით, ბოდიში მოუხადა თავის პაციენტებს ზიმბაბვეში ლომის მოკვლის გამო. მედიასა და სოცქსელში გრძელდება აღშფოთებული ადამიანების დამოკიდებულების გამოხატვა მისი საქციელის მიმართ, მუქარის სახითაც კი.

წერილში მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ ლომი, სახელად სესილი, ასეთი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყანაში და რომ მას ეკეთა საყელური, რაც ნიშნავდა, რომ ის იმყოფებოდა ადგილობრივი ზოოლოგების დაკვირვების ქვეშ.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე რამოდენიმე დღეა მედიაში თუ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟია შექმნილი ჩემ მიერ ზიმბაბვეში ლომის მოკვლის თაობაზე. ამის გამო მოვალედ ვთვლი თავს გაცნობოთ,
რომ ეს ფაქტი არანაირად არ არის კავშირში ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან. პაციენტებთან მე არასოდეს ვსაუბრობ ნადირობაზე,
რადგან მესმის, ეს მეტად ემოციური საკითხია და შეიძლება ვნებათაღელვა მოყვეს. კერძოდ, ამ ფაქტმა ჩემი სამუშაო პროცესი საგრძნოლად შეაფერხა და ზიანი მიაყენა”, - წერს პალმერი თავის წერილში.

მან იგივე განცხადება გააკეთა პრესისთვის.

პალმერმა ასევე განაცხადა, რომ ნადირობისას მან ადგილობრივი პროფესიონალი გიდები დაიქირავა და მოიპოვა ყველა აუცილებელი ნებართვა, რაც საჭირო იყო ლომზე სანადიროდ. აქვე მან პირობა დადო, რომ პასუხს გასცემს ზიმბაბვესა და ამერიკის მხრიდან წამოჭრილ ნებისმიერ კითხვას ამ საკითხის გარშემო.

უკვე რამოდენიმე დღეა სტომატოლოგიური კლინიკის "River Bluff"-ის ოფიციალური ვებგვერდი და ფეისბუქგვერდი გათიშულია. პაციენტებთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით ხორციელდება.

ათასობით აღშფოთებული მოქალაქის წერილებმა ფაქტობრივად დატბორა ოფისის ვებგვერდი.

ზიმბაბვეს პოლიციაში განაცხადეს, რომ ისინი ეძებენ ორ ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც მონადირეს ლომის გამოტყუებაში დაეხმარნენ.

ამერიკის მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. ისინი ვალტერ ჯეიმს პალმერის ზიმბაბვეში ექსტრადირებას ითხოვენ, რათა მათი სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს თავის საქციელზე. პეტიციას უკვე 66,000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


ასევე იხილეთ: "ზიმბაბვეს მთავარი ლომი ერთი მდიდარი ადამიანის ახირების გამო მოკლეს"


Zooclub


Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


Zooclub

Zooclub
ქართველი
აი რა ავადმყოფი გამოხედვა აქვს ამ დეგენერატს,ეს როგორ უნდა იყოს ექიმი,ზალიან კარგადაც ეცოდინებოდა,აბა რა უნდოდა,ამდენს რატომ იხდიდა???
bebe
ნაძირალა
ემა
ლომივით მკვლელი და მეგზურები უნდა აწამო
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?