ვალტერ ჯეიმს პალმერი, სტომატოლოგი მინესოტას შტატიდან ბოდიშს იხდის ზიმბაბვეს ულამაზესი ლომის მოკვლის გამო
ვალტერ ჯეიმს პალმერი, სტომატოლოგი მინესოტას შტატიდან ბოდიშს იხდის ზიმბაბვეს ულამაზესი ლომის მოკვლის გამო
სტომატოლოგმა მინესოტას შტატიდან, წერილობითი სახით, ბოდიში მოუხადა თავის პაციენტებს ზიმბაბვეში ლომის მოკვლის გამო. მედიასა და სოცქსელში გრძელდება აღშფოთებული ადამიანების დამოკიდებულების გამოხატვა მისი საქციელის მიმართ, მუქარის სახითაც კი.

წერილში მან განაცხადა, რომ მისთვის უცნობი იყო, თუ ლომი, სახელად სესილი, ასეთი პოპულარობით სარგებლობდა ქვეყანაში და რომ მას ეკეთა საყელური, რაც ნიშნავდა, რომ ის იმყოფებოდა ადგილობრივი ზოოლოგების დაკვირვების ქვეშ.

“როგორც თქვენთვის ცნობილია, უკვე რამოდენიმე დღეა მედიაში თუ სოცქსელებში დიდი აჟიოტაჟია შექმნილი ჩემ მიერ ზიმბაბვეში ლომის მოკვლის თაობაზე. ამის გამო მოვალედ ვთვლი თავს გაცნობოთ,
რომ ეს ფაქტი არანაირად არ არის კავშირში ჩემს პროფესიულ საქმიანობასთან. პაციენტებთან მე არასოდეს ვსაუბრობ ნადირობაზე,
რადგან მესმის, ეს მეტად ემოციური საკითხია და შეიძლება ვნებათაღელვა მოყვეს. კერძოდ, ამ ფაქტმა ჩემი სამუშაო პროცესი საგრძნოლად შეაფერხა და ზიანი მიაყენა”, - წერს პალმერი თავის წერილში.

მან იგივე განცხადება გააკეთა პრესისთვის.

პალმერმა ასევე განაცხადა, რომ ნადირობისას მან ადგილობრივი პროფესიონალი გიდები დაიქირავა და მოიპოვა ყველა აუცილებელი ნებართვა, რაც საჭირო იყო ლომზე სანადიროდ. აქვე მან პირობა დადო, რომ პასუხს გასცემს ზიმბაბვესა და ამერიკის მხრიდან წამოჭრილ ნებისმიერ კითხვას ამ საკითხის გარშემო.

უკვე რამოდენიმე დღეა სტომატოლოგიური კლინიკის "River Bluff"-ის ოფიციალური ვებგვერდი და ფეისბუქგვერდი გათიშულია. პაციენტებთან ურთიერთობა მხოლოდ ტელეფონის მეშვეობით ხორციელდება.

ათასობით აღშფოთებული მოქალაქის წერილებმა ფაქტობრივად დატბორა ოფისის ვებგვერდი.

ზიმბაბვეს პოლიციაში განაცხადეს, რომ ისინი ეძებენ ორ ადგილობრივ მცხოვრებს, რომლებიც მონადირეს ლომის გამოტყუებაში დაეხმარნენ.

ამერიკის მოქალაქეებმა პეტიცია შეადგინეს. ისინი ვალტერ ჯეიმს პალმერის ზიმბაბვეში ექსტრადირებას ითხოვენ, რათა მათი სასამართლოს წინაშე პასუხი აგოს თავის საქციელზე. პეტიციას უკვე 66,000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


ასევე იხილეთ: "ზიმბაბვეს მთავარი ლომი ერთი მდიდარი ადამიანის ახირების გამო მოკლეს"


Zooclub


Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub

Zooclub


Zooclub

Zooclub
ooo000
რატომ გასცემენ ნებართვებს ყველა ასეთ ადამიანზე და გიდი რა რჩევებს აძლევდა?! მონადირე მონადირეა და ფულს ცხოველის მოკვლის ნებართვაში იხდის. მე რომ მკითხო ნადირობა და ხის ჭრა მსოფლიო მაშტაბით უნდა აიკრძალოს. ეკოლოგიურ კატასტროფაზე, რა სამყაროს უტოვებენ შვილებს, ამაზე ყოველდღიური ზრუნვა და შრომაა საჭირო!
111
მაინც სირი ხარ,გინდა ბოდიშით,გინდა უბოდიშოდ...
მაია
და თავისი ბოდიში შეიკვეხოს ერთ ადგილას! ბოდიშსაც მხოლოდ იმის გამო იხდის,რომ გაკოტრება და უფულობა ემუქრება! ციხეში დაალპონ ეგეც და ყველა მაგნაირი მკვლელი!!!
მაია
სამუდამოდ გაკოტრდეს ეგ არაკაცი,რომ წუთიერი საეჭვო "სიამოვნებისთვის" ასეთ ბუნების ულამაზეს ქმნილებას კლავს!!! მხეცები კლავენ მხოლოდ იმიტომ,რომ გადარჩნენ,არასოდეს კლავენ თუ არ შიათ,ადამიანი კი ყველა მხეცზე დიდი მხეცი და ნაძირალა-კლავს სიამოვნებისთვის!!! ვინაა ახლა ადამიანი და ვინაა მხეცი?! მეზიზღება ყველა,ვინც ცოცხალ არსებას,მითუმეტეს ველური ბუნების შვილს კლავს. ნაძირალა არაკაცი,რას ერჩოდა იმ ულამაზეს ლომს,განა რა მიიღო იმ ლომის სიცოცხლეზე უფრო ღირებული იმ არაკაცმა??? გაკოტრდეს და დალპეს,არ მეცოდება!!!
ანა
რატომ იბადებიან ასეთი სადისტები. სიკვდილი ვისიც არ უნდა იყოს როგორ უნდა გსიამოვნებდეს და მით უფრო, როცა შენი ხეკით უსპობ სიცოცხლე ცოცხალ არსებას! ასეთი ადამიანები უნდა სამუდამოს იზოლაციაში მოაქციო. ეგენი გარესამყაროს ლილამაზითა და სიკეთით არ უნდა ტკბებოდნენ!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?