"როდესაც გალიას მივუახლოვდით, ლომმა ყეფა დაიწყო"
"როდესაც გალიას მივუახლოვდით, ლომმა ყეფა დაიწყო"
როგორც ჩანს, ზოოპარკის თანამშრომლებს ეგონათ, იოლი იქნებოდა ადამიანების მოტყუება, როდესაც აფრიკული ლომის მაგივრად გალიაში ძაღლს ჩასვამდნენ, თუმცა, ბავშვისთვისაც არ უნდა იყოს რთული ლომისა და ძაღლის ერთმანეთისგან გარჩევა.

დედამ ბავშვი ჩინეთის პროვინცია ჰანანის ზოოპარკში წაიყვანა, რათა პატარას ლომი, მგელი და სხვადახვა ცხოველი ენახა. ბავშვს განსაკუთრებით აინტერესებდა, როგორ ხმას გამოსცემდა ლომი.

როდესაც ისინი ლომის გალიას მიუახლოვდნენ, ე.წ. "ლომმა" ყეფა დაიწყო. ის აღმოჩნდა ტიბეტური მასტიფის ჯიშის ძაღლი, რომელიც მხეცის მაგივრად გალიაში "სეირნობდა". 

Zooclub

"ზოოპარკი გვატყუებს. ბილეთში 15 იუანი (2.45$) გადავიხადე. ბავშვისთვის მინდოდა, ლომი მეჩვენებინა,
მაგრამ როცა გალიას მივუახლოვდით, "ლომმა" ყეფა დაიწყო."- ამბობს ბავშვის მშობელი.

როგორც ზოოპარკის დათვალიერებისას აღმოჩნდა, გველების
ტერარიუმში იმყოფებოდა მხოლოდ ორი მღრღნელი, ჯიქის (ლეოპარდი) გალიაში იყო თეთრი მელია, ხოლო მგლების გალიაში ჰასკის ჯიშის ძაღლები.

ზოოპარკის დირექტორის თქმით, მათ ნამდვილად ჰყავთ აფრიკული ლომი, თუმცა, ის რამდენიმე დღით გასამრავლებლად წაიყვანეს, ხოლო ტიბეტური მასტიფი იყო თანამშომლის ძაღლი, რომელიც დროებით შეუშვეს ლომის გალიაში.

ტვიტერის გვერდზე არაერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, ზოოპარკის მიმართ, ამ ფაქტის შესახებ უკმაყოფილება გამოთქვა.

ასევე იხილეთ:

ყველაზე პატარა შვლის ნუკრი მსოფლიოში

თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა

ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა


ირმა
სანამ ის უბედურება დაგვემართებოდა მართლაც კარგი ზოოპარკი გვქონდა,მოვლილი და ნაფერები ცხოველებით სავსე.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?