ცერემონიაზე პატარძალი ნიანგი საქორწინო კაბით შემოსეს. მას შემდეგ, რაც წარმოითქვა ფიცი და ჩატარდა რიგი სარიტუალო მოქმედებები, ნეფემ დედოფალს აკოცა. ნიანგს ამ დროს პირი თოკით ჰქონდა შეკრული.
ცერემონიის შემდეგ ცეკვები და სადღესასწაულო ფეიერვერკი მოეწყო. ბოლოს კი ცხოველი სადაც დაიჭირეს, იქ გაუშვეს.
ცერემონია ქალაქის აყვავების მიზნით გაიმართა. ადგილობრივი მცხოვრებლები
აღსანიშნავია, რომ ქორწილის ყველა ხარჯი მოქალაქეებმა საკუთარ თავზე აიღეს.