სპილოები ადამიანებს მიენდნენ, რათა შვილი გადაერჩინათ
სპილოები ადამიანებს მიენდნენ, რათა შვილი გადაერჩინათ
ცხოველები ყოველთვის გრძნობენ, როცა მათ საფრთხე ემუქრებათ, ასევე გრძნობენ, როცა ადამიანები გასაჭირში არ ტოვებენ.

როდესაც კენიაში პატარა სპილო წყლითა და ტალახით დაფარულ ღრმულში ჩავარდა, მისმა ოჯახმა არ იცოდა, როგორ გადაერჩინათ შვილი. წყალსატევი იმდენად ღრმა იყო, რომ ვერცერთმა ცხოველმა გაბედა ჩასვლა.

სპილოების ოჯახში პანიკა გაჩნდა, სწორედ ამის შემდეგ შეიტყო დევიდ შელდრიკლმა პატარა სპილოს გასაჭირის შესახებ. იგი კენიაში გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

როდესაც მაშველები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ, ყველას გასაკვირად სპილოების ოჯახმა უკან დაიხია და ადამიანებს ნება მისცა მათი შვილი გადაერჩინათ. ცხოველები
შორიდან ადევნებდნენ თვალს, როგორ ეხმარებოდნენ მაშველები პატარა სპილოს.

Zooclub

მაშველებს სწრაფად უნდა ემოქმედათ, რადგან პატარა არსება
შესაძლოა დამხჩვალიყო. როდესაც ადამიანებმა სპლიყვი სამშვიდობოს ამოყვანეს, ის დედისკენ სიხარულით გაიქცა.

Zooclub

კენიაში ბრაკონიერები სპილოებზე ნადირობენ. ამიტომ ცხოველები უფრთხიან ადამიანებს, თუმცა, ეს ის გამონაკლისი შემთხვევა იყო, როდესაც ოჯახი ენდო მაშველებს და ყურადღებით ადევნეს თვალი, როგორ გადაარჩინეს სასიკვდილოდ განწირული პატარა არსება.


ასევე იხილეთ:

გადარჩენილი სპლიყვის და მისი დედიკოს ბედნიერი შეხვედრა სიხარულის ცრემლებს მოგგვრით.. სიტყვები ამაოა!

დაღუპული შველი და ახალი სიცოცხლე

"ყველა მეუბნებოდა, რომ ის ვერ გადარჩებოდა"
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?