საოცარი ფაქტები, რომლებსაც კუ ჯავშანში მალავს
საოცარი ფაქტები, რომლებსაც კუ ჯავშანში მალავს
ვისაც სურს, გაიგოს საინტერესო ინფორმაცია ჯავშნოსან ცხოველზე, გადახედეთ ჩვენს სტატიას.

1. კუს ბაკანი 50 სხვადასხვა ძვლისგან შედგება.

ერთი შეხედვით, შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ კუს ბაკანი ერთი მთლიანი ძვლისგან შედგება, თუმცა, ეს ასე არაა. ის აგებულია მრავალი ძვლისგან და იმდენად საოცრადაა შეერთებული, გარეგნულად ერთ მთლიანობად გეჩვენებათ.

Zooclub

2. სინამდვილეში კუს ბაკანი მეტად წააგავს მკერდის ძვალს, რომელიც ამ ცხოველს სხეულის ზევიდან ფარავს.

Zooclub

3. ამიტომ
კუს არ შეუძლია ბაკანის გარეშე არსებობა.

4. იმისათვის, რომ კუ დაიმალოს, ან თავი ამოსწიოს ბაკნიდან, მან ხერხემალი უნდა წაიგრძელოს, ან პირიქით დაიმოკლოს.

Zooclub

საშიშროების შემთხევევაში, კუ თავს ბაკანში მალავს. ის იღებს S-ის ფორმას, თუმცა, არსებობს კუს რამდენიმე სახეობა, რომლებსაც ჯავშანში
დამალვისას თავი გვერდით აქვთ მოქცეული.

5. 1968 წელს ორი კუ რუსეთიდან  კოსმოსში გაუშვეს.

Zooclub

6. კუს შეუძლია დაუნდობელი მტაცებელიც გახდეს.

Zooclub

ერთ- ერთი ყველაზე აგრესიული სახეობის კუ არის Macrochelys temminckii. იგი 1,5 მ-მდე იზრდება და 60 კგ-მდე აღწევს. მას აქვს საკმაოდ მკვრივი კუდი და ასევე ძლიერი თათები. ის ნადირობს, როგორც პატარა ძუძუმწოვარ ცხოველებზე, ასევე სხვა სახეობის კუზეც.

7. ზოგიერთი სახეობის კუ 100 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს.

Zooclub

8. კუ არც ისე ნელა დადის, როგორც ადამიანების უმრავლესობას ჰგონია.

Zooclub

კუ ბალახისმჭამელი ცხოველია, ამიტომ მას არ სჭირდება საკვებზე ნადირობა. მას საკმაოდ მყარი ბაკანი აქვს, ამიტომ სხვა მტაცებლები მას ზიანს ვერ აყენებენ და კუს არ უწევს მათგან გაქცევით თავის დაღწევა. მეცნიერების თქმით, ადამიანს ძალიან გაუკვირდება ამ ცხოველის შესაძლებლობების რეალურად ნახვა. თუ ის გრძნობს საშიშროებას, თვალის დახამხამებაში შეუძლია ისე დამალვა, რომ ვერავინ იპოვოს.

ასევე იხილეთ:

უცნაური ფაქტები ცხოველებზე

საინტერესო ფაქტები ცხენებზე

საინტერესო ფაქტები სირაქლემაზე, რომელიც შესაძლოა აქამდე არ გსმენიათ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?