ავღანეთში დაღუპული მეგობრები ერთად დაკრძალეს (+ვიდეო)
ავღანეთში დაღუპული მეგობრები ერთად დაკრძალეს (+ვიდეო)
ავღანეთში გმირულად დაღუპულ ჯარისკაცს და მის სამხედრო ძაღლს კრემაცია გაუკეთეს და ერთად დაკრძალეს.

კაპრალ კორის ძალიან უყვარდა მისი თანამებრძოლი, ლაბრადორ რეტრივერის ჯიშის სამხედრო ძაღლი. მათ ავღანეთში ერთად დიდი გზა გაიარეს. კორის კუპერის დატოვება სურდა, მაგრამ 2007 წელს ის და ძაღლი პატრულირების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდნენ.

Zooclub

ისინი ერთად დაიღუპნენ, ამიტომ მათი ფერფლიც ერთად დაკრძალეს მშობლიურ დალასში (ორეგონის შტატი).

Zooclub

ქალბატონი მაკალისტერის თქმით, მან არ იცის რამ გადააწყვეტინა მის 20 წლის შვილიშვილს კინოლოგი გამხდარიყო, ალბათ კუპერმა, რომელთან ერთადაც ის იბრძოდა ავღანეთში.
მისი თქმით,
“როდესაც ის შვებულებიდან ბრუნდებოდა, ძალიან ღელავდა ავღანეთში დროებით მარტო დატოვებულ ძაღლზე. კორიმ ვერ შეძლო ძაღლი
სახლში ჩაეყვანა. ის ყოველთვის ამბობდა, რომ კუპერი ისე უყვარდა, როგორც ეყვარებოდა შვილი, რომ ყოლოდა.

Zooclub


Zooclub

სამხედრო განაყოფში, სადაც ისინი მსახურობდნენ, სადაც კორი კუპერის დახმარებით ნაღმებს ეძებდა კორი ვიენსის სახელი ეწოდა. აგრეთვე მათი სახელი ეწოდა ფორტ კარსონის ძაღლების პარკს. დაღუპულის ძმის, კევინ ვიენსის თქმით, კორის და კუპერის სახელი კიდევ ეხსომებათ. ხოლო ვისაც ეს ისტორია არ ეცოდინება, მას დააინტერესებს, წავა და ინტერნეტში მოძებნის.

იხილეთ ვიდეო
fui fui fui
როდის მოვა ხალხი გონზე?ერთად კაცი და ძაღლი?გაუგონარი მკრეხელობაა.მაგის მშობლების დედა......!შვილს რომ ძაღლს მიაყოლებ,მართლა ფუი მაგათ.
ნანა 1
ღმერთო ჩემო როდის დაისადგურებს მშვიდობა დედამიწაზე და ახალგაზრდები აღარ დაიღუპებიან.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?