სოციალური ექსპერიმენტი: თავშესაფრის ცხოველები გასაყიდად ზოომაღაზიაში გაიყვანეს (+ვიდეო)
სოციალური ექსპერიმენტი: თავშესაფრის ცხოველები გასაყიდად ზოომაღაზიაში გაიყვანეს (+ვიდეო)
ყველა შინაური ბინადარი მოსიყვარულე პატრონს იმსახურებს. ბრაზილიის ცხოველთა უფლებების ორგანიზაციამ გადაწყვიტა დაემტკიცებინა, რომ ყველა ძაღლსა და კატას, განურჩევლად ჯიშისა, შეუძლია იპოვოს პატრონი. ისინი დაუკავშირდნენ ერთ-ერთ ზოომაღაზიას და თავშესაფრის ბინადრები გასაყიდად გაიყვანეს. ცხოველებზე არ მიუთითებიათ არანაირი ინფორმაცია. თუ რა მოხდა შემდეგში, ვიდეო რგოლში იხილავთ.

Zooclub

მყიდველებისთვის არაფერი იყო განსაკუთრებული - ისინიც ისეთივე საყვარელი კნუტები და ლეკვები იყვნენ, როგორც სხვა ჯიშიანი ცხოველები. როცა მყიდველი მიდიოდა სალაროსთან, რათა შერჩეული ლეკვის ან კნუტის სანაცვლოდ თანხა გადაეხადა, მხოლოდ მაშინ ეუბნებოდნენ, რომ ცხოველის წაყვანა უფასოდ შეეძლოთ. მსურველების
უმეტესობა თავიდან საეჭვოდ აღიქვამდა ამ სიტუაციას, თუმცა, შემდეგ ხვდებოდნენ, რომ ყოველივე ეს ცხოველების დასახმარებლად იყო
მოწყობილი და სიხარულით მიჰყავდათ თავიანთი ოჯახის ახალი წევრები სახლში.

Zooclub

"Accoviaccao Quatro Patinhas" -მა გადაიღო ვიდეო რგოლი, სახელად "შეუფასებელი ცხოველები". მათ დაგვანახეს, რამდენად მნიშვნელოვანია ცხოველისთვის იპოვოს მოსიყვარულე პატრონი. ადამიანები მიდიან ზოომაღაზიაში, რომ კნუტის ან ლეკვის შეძენისას ფული გადაიხადონ იმ დროს, როცა თავშესაფარში ცხოველები დარდით, ავადმყოფობით ან ევთანაზიით კვდებიან.

იხილეთ ვიდეო

ასევე იხილეთ:

უსინათლო ხნიერმა კატამ სრულიად შეცვალა ერთი ბიჭის ცხოვრება

ძაღლი, რომლის აყვანაზეც 14 ათასმა ოჯახმა უარი თქვა

პატრონმა ძაღლი თავშესაფარში ჩააბარა, მიზეზი გაგაოცებთ
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?