გოჭი ქალაქის მერის პოსტზე იყრის კენჭს
გოჭი ქალაქის მერის პოსტზე იყრის კენჭს
ეს სიმპატიური გოჭი მალე შეიძლება ქალაქის მერად აირჩიონ. ამერიკულ ქალაქ ფლინტში (მიჩიგანის შტატი) მერის არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატია ღორი, სახელად გიგლზი.
CBS Detroit-ის ცნობით, ცხოველი ამ პოსტზე ადგილობრივმა ადვოკატმა მაიკლ იუინგმა წარადგინა.

მან ღორის კანდიდატურის წარდგენა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც თავის უბანში მერობის კანდიდატობაზე პრეტენზია გამოთქვა ორმა ყოფილმა დამნაშავემ, რომელთაგან ერთ-ერთი მკვლელობისთვის იყო გასამართლებული, მეორე კი საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში მგზავრობის გამო.

“მგონია, რომ მკვლელობისთვის გასამართლებულის არჩევა მერად საკმაოდ ცუ
დად აისახება ჩვენს ქალაქზე”, - განაცხადა იუინგმა. მან აღნიშნა, რომ გიგლზი ძალიან ჭკვიანი და საყვარელი ცხოველია, რაც არ შეიძლება, ითქვას სხვა კანდიდატურებზე.

Zooclub

გიგლზის მერობის კანდიდატობის მხარდამჭერთა გვერდმა ფეისბუქზე
1.5 ათასი ხელმომწერი შეიძინა.

მერის არჩევნები 2015 წლის 3 ნოემბერს შედგება. დეინ ბოლინგს, რომელიც ქალაქს 2009 წლიდან ხელმძღვანელობს, ქალაქის ახალი თავი შეცვლის.

ფლინტი იმავე დასახელების მდინარის პირას მდებარეობს. აქ 100 000 ადამიანი ცხოვრობს. ცნობილია, როგორც ადგილი, სადაც შეიქმნა კორპორაცია "General Motors"-ი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ცხოველი იკავებს ან აცხადებს პრეტენზიას ამერიკული ქალაქის მერობაზე. 2014 წლის ნოემბერში ჩიხუახუას ჯიშის ძაღლი, სახელად ფრიდა, ადგილობრივი ცხოველების თავშესაფრის მხარდაჭერის ფარგლებში, ერთი დღით იქნა “დანიშნული” სან-ფრანცისკოს მერად.


1997 წელს ალიასკაზე, პატარა ქალაქ ტალკინტის მერად ხმათა სრული უმრავლესობით გახდა კატა სტაბსი, რომელსაც ეს თანამდებობა ამ დრომდე უკავია. 2013 წელს მას თავს დაესხნენ. თავდასხმიდან რამოდენიმე კვირის შემდეგ ვეტერინარულ კლინიკაში რეაბილიტაციის გავლის შემდეგ კატა სახლში დაბრუნდა.



yohax
აი,როგორ ქვეყანას აქვს პრეტენზია მსოფლიო მმართველობაზე,ამქვეყანას მიაკვდა ძაღლი,კატა,ღორი,ვირთხა და ა.შ.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?