ცხოველები, რომლებსაც ყველაზე დიდ ხანს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ
ცხოველები, რომლებსაც ყველაზე დიდ ხანს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლონ
ადამიანის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ საკვების გარეშე ყოფნა მისი ჯანმრთელობისთვის, განწყობისთვისა და ენერგიისთვის საზიანოა. უდავოა, ცხოველებსაც უჭირთ მის გარეშე ყოფნა და მათი სიცოცხლისთვისაც მნიშვნელოვანი ნაწილია კვება, თუმცა, გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ იმ ცხოველების ჩამონათვალს, რომლებსაც ძალიან დიდ ხანს შეუძლიათ საკვების გარეშე გაძლება. ზოგიერთმა მათგანმა შესაძლოა იმდენ ხანს იშიმშილოს, რომ ადამიანისთვის წარმოუდგენელიც კი იყოს.

ამფიბია-პროტეუსი "Proteus anguinus"

Zooclub

ეს უცნაური ამფიბია ცნობილია, როგორც  ევროპული  და ამერიკული პროტეუს. ცხოვრობს მღვიმეებსა და მიწისქვეშა წყლებში. მისი ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია საკვების გარეშე 10 წელიც კი გაძლოს. 

ზვიგენი

Zooclub
საკვების გარეშე გაძლონ" />

თეთრ ზვიგენს შესწევს უნარი რამდენიმე კვირა საკვების გარეშე გაძლოს. ყველაზე უცნაური არის ის, რომ საკვების გარეშე მისი კბილები მეტად ბასრი ხდება.

დათვი

Zooclub

დათვი ზამთრის სეზონს უმეტეს წილად ძილში ატარებს. ამ მტაცებელს შეუძლია 100 დღის განმავლობაში საკვებისა და წყლის გარეშე გაძლოს.

პინგვინი

Zooclub

პინგვინს საკვების მხრივ, დედამიწაზე ყველაზე არასახარბიელო ადგილას უწევს ბინადრობა. იმ დროს, როცა მდედრი პინგვინი ყინვის დროს ცდილობს ინადიროს და საკვები მოიპოვოს, მამრი პინგვინი ზის ბუდეში, რათა ახალშობილი პინგვინები სითბოში ამყოფოს. მდედრი პინგვინი ნადრობისას, ორიდან ოთხ თვემდე ტოვებს თავის ბუდეს, ხოლო ამ დროს მამრი პინგვინი თავისი ქონის ფენებისგან ივსებს საკვების მარაგს.

აქლემი

Zooclub

აქლემის კუზი წყლის მარაგი არ არის, როგორც ეს უმეტესობისთვის ცნობილია, თუმცა,  სახეულის ეს ნაწილი აძლევს ცხოველს ენერგიას. როცა ის დიდ ხანს არის უდაბნოში, მისმა ენერგიის მარაგმა შეიძლება 40 დღემდეც გაძლოს.

ბაყაყი

Zooclub

ზოგიერთი სახეობის ბაყაყის ორგანიზმი ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია 16 თვის განმავლობაში არ მიიღოს საკვები. მაგალითად: იხილეთ ლინკი

გველი

Zooclub

ამ ცივსისხლიან რეპტილიას არ შეუძლია თავისი სხეულის ტემპერატურის რეგულირება ცივი ამინდის დროს, ამის გამო მათი მეტაბოლიზმი ნელდება 70%- მდე, ამიტომ მათ შეუძლიათ ერთი წელიც კი გაძლონ საკვების გარეშე.

ნიანგი

Zooclub

ამ მტაცებელს შეუძლია საათობით იყოს უმოძრაოდ და ამგვარად დაზოგოს ენერგია, ამასთანავე, უმოძრაობის მიზეზი საკვებზე ნადირობაა. ნიანგს შეუძლია რამდენიმე თვე საკვების გარეშე გაძლოს, თუმცა, უკიდურეს შემთხვევაში საკვების გარეშე 3 წელიც ცოცხლობს.

ობობა

Zooclub

ობობას საკმაოდ დიდ ხანს შეუძლია ლოდინი, სანამ მსხვერპლი თავად გაებმევა მის ბადეში. მას შეუძლია თვეების განმავლობაში ელოდოს საკვებს.

გალაპაგსის კუ

Zooclub

გალაპაგოსის კუს შესწევს უნარი ერთი წლის განმავლობაში წყლისა და საკვების გარეშე იცოცხლოს.

ასევე იხილეთ:

ძაღლის რვა ჯიში, რომლებზეც ალერგია არ დაგემართებათ

ყველაზე ძლიერი ცხოველები დედამიწაზე

სახლში დაბრუნებული ცხოველები

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?