თანამედროვე ტექნოლოგიები თავშესაფრის ცხოველებს ახალი პატრონის პოვნაში ეხმარება (+ვიდეო)
თანამედროვე ტექნოლოგიები თავშესაფრის ცხოველებს ახალი პატრონის პოვნაში ეხმარება (+ვიდეო)
ცხოველთა თავშესაფრის მოხალისეებმა იმისათვის, რომ ცხოველები გაჩუქებულიყვნენ მეტად კრეატიული აქცია მოაწყეს ლონდონში. ინტერაქტიული სოციალური პროექტი, სახელად "LookingForYou" ცხოველთა მოყვარულებმა და სარეკლამო კომპანია "OgilvyOne UK" -მა ლონდონის სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე გააკეთეს, იქ სადაც უამრავი ადამიანი იყრის თავს.

თავშესაფრის მოხალისეები არიგებდნენ ბუკლეტებს, სადაც ძაღლის ფოტოებთან ერთად, ცხოველის შესახებ ინფორმაციაც ეწერა. სავაჭრო ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის digital -კონსტუქციებზე განთავსებული იყო, ცხოველის ვიდეო-რგოლი, სადაც ძაღლი ან კატა "თავს აწონებს" პოტენციურ პატრონს და მათ ვირტუალურად თან დაჰყვებოდა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით.

ამ აქციით გაჩუქდა არა ერთი ცხოველი, რომლებმაც იპოვეს მოსიყვარულე
ოჯახები.

ცხოველების თავშესაფარს (Battersea dogs and cats home), რომელიც ლონდონში გაიხსნა 1960 წელს, არა ერთი
ცხოველი გადაურჩენიათ. ამ თავშესაფარში გახსნის დღიდან 3 მილიონზე მეტი ცხოველი ბინადრობდა. დღეს თავშესაფარში ცხოვრობს 300-მდე ძაღლი.


იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

სტუდენტებმა მოაწყვეს შთამბეჭდავი აქცია უპატრონო ცხოველების დასახმარებლად

ავეჯის მაღაზიამ ცხოველთა დახმარების კამპანია წამოიწყო

უსახლკარო ძაღლების პრობლემები და საზოგადოება
nini
ძაან მაგარი პროექტია,მოფიქრება ხო უნდა:)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?