ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა (+ვიდეო)
ერთადერთი ალბინოსი გორილა დედამიწაზე, რომლის ცხოვრებაც ტრაგიკულად დასრულდა (+ვიდეო)
"ფიფქი" ერთადერთი ალბინოსი გორილა იყო დედამიწაზე, რომელიც კაცობრიობისთვის არის ცნობილი. ის ბარსელონაში არსებულ ზოოპარკში ცხოვრობდა. 

ოფიციალური ვერსიით, 1966 წელს ფიფქი გვინეის ტერიტორიაზე ძალიან პატარა იპოვეს. ის ცხოვრობდა ველურ ბუნებაში, გორილების დიდ ოჯახში, ასევე ჰყავდა მშობლებიც, თუმცა, მისი დაჭერისთვის მონადირეებმა მთელი ოჯახი ამოხოცეს, მათ შორის ფიფქის მშობლებიც.

პატარა გორილა წაიყვანეს გვინეის ქალაქ იკუნდაში, სადაც ბარსელონას ზოოპარკისთვის არჩევდნენ ცხოველებს. ფიფქის სანაცვლოდ, ზოოპარკმა 10500 პესეტი (დაახლოებით 250 დოლარი) გადაიხადა.

გორილამ მთელი თავისი ცხოვრება ბარსელონას ზოოპარკში გაატარა. სხვადახვა ქვეყნებიდან ჩამოდიოდნენ მნახველები, რათა პირადად შეხვედროდნენ მას.
ფიფქის  სხეული თეთრად იყო დაფარული, ხოლო თვალები ცისფერი ჰქონდა. არც ერთი მისი შთამომავალი ფიფქს არ
დამსგავსებია.

Zooclub

2001 წელს ფიფქი დაავადდა კანის სიმსივნით და ორი წლის შემდეგ მას ევთანაზია (სამუდამო დაძინება) გაუკეთეს.

ასე ლამაზად დაიწყო ერთადერთმა ალბინოსმა გორილამ ველურ ბუნებაში, ოჯახურ გარემოცვაში სამყაროს გაცნობა, თუმცა, ადამიანების წყალობით, მან თავისი ცხოვრება სიცოცხლის ბოლო წუთამდე ზოოპარკში გამოკეტილმა გაატარა. 

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

ადამიანები, რომლებმაც ზოოპარკში მეგობრები შეიძინეს

სინამდვილე ზოოპარკის ცხოველების ცხოვრების შესახებ - ფოტოპროექტი "ტყვე"

თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა
liza
უნდა მოისპოს ცირკები, ზოოპარკები და მგავსი ვითომ გასართობები, აგერ ზოოპარკი სადაც ცხოველები თავისუფლად დადიან გადაჭიმულ უზარმაზარ ტერიტორიაზე და მნახველი მანქანით შედის. ეს სულ სხვა რამეა.
simensi
ამას,რომ ვუყურებ ბერა ივანიშვილი მახსენდება!
elo
რა ლამაზი იყო და რა საყვარელი. საცოდავია
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?