ნეპალის დამანგრეველი მიწისძვრა და ცხოველები
ნეპალის დამანგრეველი მიწისძვრა და ცხოველები
ფოტოზე ძაღლი ზის თავისი სახლის ნანგრევებთან - ნეპალი ქალაქი ბაქტაპური.

ნეპალში დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, არა მარტო მაშველთა ჯგუფების მობილიზირება მოხდა, არამედ შემთხვევის ადგილზე ჩავლენ ცხოველთა მსოფლიო დაცვის ორგანიზაციის წამომადგენლებიც მაშველებთან და ვეტერინარებთან ერთად, რომლებიც ნანგრევებში მოყოლილ და დაშავებულ ცხოველებს დაეხმარებიან. 

2015 წლის 25 აპრილს ნეპალში 7.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, ფაქტს ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, არის უამრავი დაშავებულიც.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდმა სურვილი გამოთქვა იმუშაოს სახელმწიფოსთან ერთად, რომ სამშვიდობოს გამოიყვანონ და დაეხმარონ იმ ცხოველებს, რომლებიც იქ დაშავდნენ და არა მარტო
ცხოველებს.

Zooclub

მსგავსი კატასტროფების დროს, როცა ადამიანების გადარჩენაზეა საუბარი, ხშირად ცხოველები აღარავის ახსოვს. ასეთ დროს, სწორედ
ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ზრუნავს მათზე. ვეტერინარულ დახმარებასთან ერთად, ფონდი ჰუმანიტარულ დახმარებასაც ჩაიტანს.

ნეპალი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა აზიაში, სადაც არა ერთ ოჯახს ჰყავს ცხოველი. ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, ოჯახებში მცხოვრებ ცხოველებსაც დაეხმარება საკვებითა და ვეტერინარული მომსახურებით.

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაცია ნეპალში ჩადის შემდეგი მისიით:

დაეხმაროს დაზარალებულ ცხოველებს; დაეხმაროს იმ ცხოველებს, რომლებიც ნანგრევებში არიან მოყოლილნი, უზურნველყოს ისინი ვეტერინარული მომსახურებით;

დროებით შეიქმნას მობილური ვეტ-კლინიკა, რათა დაეხმაროს ცხოველებს და მათ პატრონებსაც;

ითანამშრომლოს სახელმწიფოსთან, რათა ცხოველები და მათი პატრონები გადაყვანილნი იყვნენ დაცულ ადგილას.

"ნეპალის მიწისძვრის მასშტაბები კატასტროფულია ადამიანებისთვის და ცხოველებისთვის. ჩვენი ვეტერინარებისა და სპეციალისტების ჯგუფი უკვე გაგზავნილია, რომ საჭირო დახმარება აღმოუჩინონ დაზარალებულ ცხოველებსა და მათ პატრონებს. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ იქ ცხოველები არიან ტრამვირებულნი, საკვების გარეშე და გაუსაძლის მდგომარეობაში. ჩვენი ორგანიზაცია მათ დაეხმარება, მაგრამ არა მარტო მათ, იმ ადამიანებსაც, რომლებსაც სჭირდებათ ექიმის დახმარება, ან ტრანსპორტირება."- ამბობს ცხოველთა დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი ჯესი კისტონი.

ასევე იხილეთ:

კავკასიური ნაგაზი წყალდიდობის დროს სახლს არ ტოვებდა

წყალდიდობა და ადამიანების მიერ გადარჩენილი ცხოველები

ძაღლი მიწისძვრის დროს შენობიდან გამოვიდა, თუმცა ისევ უკან დაბრუნდა...

manana-sh
ადამიანებსაც და ცხოველებსაც ერთნაირი დახმარება სჭირდება. გაიხარეთ კეთილო ადამიანებო!
madlia
გაახარებთ ღმერთი, თუ მადლიან საქმეს გააკეთებენ და მაგ საცოდავ ცხოველებსაც დაეხმარებიან!
nat
დაეხმარონ რა ისინიც ძალიან ცოდოები არიან :(
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?