მგელი გაყინული მდინარიდან ვერ ამოდიოდა, ის სიკვდილის ებრძოდა.. (+ვიდეო)
მგელი გაყინული მდინარიდან ვერ ამოდიოდა, ის სიკვდილის ებრძოდა.. (+ვიდეო)
ტრავმირებული მგელი გაყინულ მდინარეში სიკვდილის ებრძოდა. პოლიციასა და ცხოველთა გადარჩენის ცენტრის თანამშრომლებს რამდენიმე წუთიც რომ დაეგვიანათ, ის დაიღუპებოდა.

მგელი საშინლად გამხდარი და დასუსტებული იყო, ხოლო მისი კიდურები პარალიზებული.

ინციდენტი იტალიაში მოხდა. პოლიციამ და ცხოველთა დაცვის ორგანიზაციამ  მის გადასარჩენად დიდი გმირობა ჩაიდინეს. იმისათვის, რომ მგელი მდინარიდან უვნებელი ამოეყვანათ, დამამშვიდებელი წამალი გაუკეთეს, თუმცა, ნაპირზე ამოყვანის დროს მგელს გული გაუჩერდა. ვეტერინარებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ცხოველისთვის სიცოცხლის ნიშნები დაებრუნებინათ. მათ ეს შეძლეს და რამდენიმე წუთის შემდეგ მგელმა სუნთქვა დაიწყო.

მართლაც, რომ დასაფასებელია ამ ადამიანების დამოკიდებულება უსუსური ცხოველის მიმართ. მათ
ძალები არ დაზოგეს, რომ მგელი სიცოცხლისკენ მოებრუნებინათ.

უმწეო ცხოველი გამოკვლევაზე წაიყვანეს. ის ორი კვირის განმავლობაში
მუდმივი დაკვირვების ქვეშ იყო, ვეტერინარებისა და მომვლელების დამსახურებით მგელი ფეხზე დადგა.

იხილეთ ვიდეო, როგორ გადაარჩინეს სასიკვდილოდ განწირული მგელი კეთილმა ადამიანებმა.


ასევე იხილეთ:

მზის დათვი, ანუ მალაიური დათვის ბელი ლაილა

ცხენი სიკვდილის პირას იყო, როდესაც იპოვეს...

როგორ გადაარჩინეს ადამიანებმა ბულტერიერი, რომელსაც ეუთანაზია ემუქრებოდა
თბილისი
კარგია !!!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?