ათი თვის ორანგუტანგს დაბადებიდან პატარა გალიაში აცხოვრებდნენ(+ვიდეო)
ათი თვის ორანგუტანგს დაბადებიდან პატარა გალიაში აცხოვრებდნენ(+ვიდეო)
ცხოველთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მდებარეობს დიდ ბრიტანეთში მზრუნველობს ათი თვის ორანგუტანგზე, რომელსაც დაარქვეს ბუდუ. მან ინდონეზიის ერთ-ერთ ქალაქში დაბადებიდან ათ თვემდე გაატარა ფრინველებისთვის განკუთვნილ პატარა გალიაში, სადაც ოჯახს, როგორც შინაური ბინადარი ისე ჰყავდა.

საცოდავ ცხოველს კვებავდნენ მხოლოდ შედედებული ტკბილი რძით, რომელმაც მისი ჯანმრთელობა საშინელი საფრთხის ქვეშ დააყენა. არასწორი კვების გამო, მისმა ძვლებმა დეფორმაცია მიიღო. ამის გამო, ის თავის ასაკთან შედარებით პატარა გამოიყურება. როცა პატრონი მიხვდა, რომ ბუდუს საშინელი მდგომარეობა ჰქონდა და ის შესაძლოა მომკვდარიყო, ცხოველი პოლიციას გადასცა.

Zooclub

"ვუდუ სიკვდილის ზღვარზე იყო,
მას ჰქონდა მუცელი გაბერილი და არ შეეძლო მოძრაობა, არ შეეძლო ჯდომა. ჯანმრთელ ორანგუტანგს შეუძლია თავისუფლად
ხტუნვა თოკებზე, გადაადგილება და მოძრაობა, ხოლო ვუდუ, როგორც დაუცველი ახალშობილი ისე იქცეოდა. როცა ის პატარა გალიიდან გამოგვყავდა, სადაც მთელი ცხოვრება გაატარა, მან დაიყვირა და თვალიდან ცრემლი წამოუვიდა. ჩვენც ვტიროდით მასთან ერთად, წარმოდგენაც კი არ მინდა, რა დღეში იყო საწყალი ცხოველი ამ ხნის განმავლობაში, ჩაკეტილი პატარა გალიაში, სადაც მოძრაობაც კი არ შეეძლო."- ამბობს ბრიტანელი ცხოველთა დამცველი.

Zooclub

ბუდუ უკვე საიმედო ხელშია, მასზე ზრუნავენ ვეტერინარები და მომვლელები. ამ ნატანჯ ცხოველს უკვე შეუძლია ჯდომა, თუმცა, ყოველი მოძრაობა მას ტკივილს აყენებს. ცხოველის ჯანმრთელობა ყოველდღიურად უმჯობესდება, თუმცა, საბოლოოდ გამოსაჯანმრთელებლად  მკურნალობ კიდევ დიდხანს სჭირდება.

Zooclub

ბოლო წლების განმავლობაში ბუნებაში ორანგუტანგების რიცხვი საგრძნობლად შემცირდა. ამ პრიმატებს ფერმერები თვლიან თავისი პლანტაციების გამანადგურებლად, ხოლო მონადირეებისთვის იოლად მოსაკლავია, რადგან ისინი არ არიან აგრესიული ცხოველები.
როდესაც კლავენ დედა ორანგუტანგს, ხშირ შემთხვევაში, მისი შვილი აჰყავთ, როგორც შინაური ბინადარი და გარკვეული დროის შემდეგ ეს პატარა არსებებიც იხოცებიან არასწორი მოვლით.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

მაიმუნი მარლი ველურ ბუნებაში დაბრუნდა

შიმპანზეებმა მეგობრის სიკვდილი უცნაურად განიცადეს

მაიმუნს უთხრეს, რომ შვილი დაეღუპა
fiso-gori
რორორ მინდა გულში ჩაგიხუტო და მოგეფერო! როგორი უგულო უნდა იყო რომ ასეთ დღეში ჩააგდო უმწეო არსება!
liza
რა საყვარელია ბუდუ. თანდათან სულ უფრო ვერ ვიტან ადამიანებს.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?