რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
ბეკონი, ძეხვი, სოსისი - ერთი შეხედვით ამათზე უარის თქმა არ არის ადვილი. სინამდვილეში ისტორია ცხადჰყოფს, რომ ახლო აღმოსავლეთში ღორის ხორცი პოპულარული იყო ძვ. წ.აღ-ით პირველ ათასწლეულამდე. რამ აიძულა ადგილობრივი მცხოვრებლები ღორის ხორცის მიღებაზე უარი ეთქვათ?

ამ ფენომენის კვლევით მრავალი მკვლევარი იყო დაინტერესებული საუკუნეების მანძილზე და მრავალი ახსნა იქნა შეთავაზებული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახსნა მიუთითებს მომთაბარე ცხოვრების წესზე. ღორები საკმაოდ პრეტენზიულები არიან ცხოვრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მუდმივი ცვლის დროს მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა ძნელია და უფრო მეტად რთული კი მათი
ურიკებით ტრანსპორტირებაა.

სხვა ვერსია წყლის მოთხოვნილებას ეყრდნობა: ძაღლებს საკმაოდ ბევრი წყალი სჭირდებათ. უწყლო რაიონებში ეს
შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო. მაგრამ ამერიკელი ანთროპოლოგის, რიჩარდ რედდინგის აზრით, ეს ყველაფერი მთავარი მიზეზის მხოლოდ დეტალებია: ღორები დამარცხდნენ ქათმებთან კონკურენციაში.

ერთის მხრივ, ფრინველების შენახვა და ერთი ადგილსამყოფელიდან მეორეში გადაყვანა შედარებით მარტივია. მეორეს მხრივ, ისინი ბევრად ნაკლებ წყალს იყენებენ და ამასთან, აწარმოებენ არა მხოლოდ ხორცს, არამედ იმდენად ძვირფას დიეტურ პროდუქტს, როგორიცაა კვერცხი. და ბოლოს, დაკლული ქათმის შეჭმა ორ საათშიც შეიძლება და ეს პატარა ოჯახს სრულიად ადვილად შეუძლია, როდესაც დიდი ღორის ხორცის შენახვა შებოლვის, ან დამარილების საკმაოდ რთულ პროცედურას მოითხოვს იმის გამო, რომ დარჩენილი ხორცი არ გაფუჭდეს. ცხელი კლიმატის პირობებში ეს ფაქტორი შეიძლება თითქმის გადამწყვეტი ყოფილიყო.

პროფესორი რედდინგი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა მეფრინველეობა ბევრად ეკონომიურად ეფექტური გახადა, ვიდრე უფრო ადრეული მეღორეობა და მხოლოდ მას მერე ეკონომიკური აკრძალვა გადაიზარდა კულტურულ და რელიგიურ აკრძალვაში. გამონაკლისად იქცა მხოლოდ იშვიათი ტყიანი და ტენიანი რაიონები, სადაც არ იყო საჭირო მომთაბარეობა და ღორისა და ფრინველის წყლით და საჭმლით უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელი იყო.
mvx
რა იდიოტური სტატიაა. ასეთი სტატია შეიძლება მოამზადოს ჟურნალისტობაზე მეოცნებე მე-7 კლასელმა. თანაც ძაღლი და ღორი, რომ ერთმანეთშია არეული.
leli
ზაფხულის 40-60 გრადუსიან სიცხეში ღორის ხორცს რომ ჭამდნენ იწამლებოდნენ,ღვიძლი უღიზიანდებოდათ და მუჰამედმა,მუსულმანებს ღორის ხორცის ჭამა რომ აუკრძალა,როგორც ექიმმა, პროფესიული ცოდნა კარგად გამოიყენა...ვინც დაუჯერა აღარ ხდებოდა ავად და ეგონათ,ალაჰმა განკურნათ.პირველ რიგში ამით შეძლო მან მრევლის გაძლიერება...ამიტომ არ ჭამენ მუსულმანები ღორის ხორცს.ზოგჯერ თავს იმართლებენ იმით,რომ წმინდა ცხოველი არ არის,ყველაფერს ჭამსო,თუმცა ისეთივე სიბინძურეები შეუძლიათ მიირთვან ქათმებმაც,მაგრამ მათ ამის გაგონებაც არ უნდათ.
brola
მე კი მგონია რომ ალბათ იმიტომ რომ როგორც ამბობენ ღორის ხორცი ყველაზე უფრო ახლოს დგას ადამიანის ხორცთან!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?