რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
ბეკონი, ძეხვი, სოსისი - ერთი შეხედვით ამათზე უარის თქმა არ არის ადვილი. სინამდვილეში ისტორია ცხადჰყოფს, რომ ახლო აღმოსავლეთში ღორის ხორცი პოპულარული იყო ძვ. წ.აღ-ით პირველ ათასწლეულამდე. რამ აიძულა ადგილობრივი მცხოვრებლები ღორის ხორცის მიღებაზე უარი ეთქვათ?

ამ ფენომენის კვლევით მრავალი მკვლევარი იყო დაინტერესებული საუკუნეების მანძილზე და მრავალი ახსნა იქნა შეთავაზებული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახსნა მიუთითებს მომთაბარე ცხოვრების წესზე. ღორები საკმაოდ პრეტენზიულები არიან ცხოვრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მუდმივი ცვლის დროს მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა ძნელია და უფრო მეტად რთული კი მათი
ურიკებით ტრანსპორტირებაა.

სხვა ვერსია წყლის მოთხოვნილებას ეყრდნობა: ძაღლებს საკმაოდ ბევრი წყალი სჭირდებათ. უწყლო რაიონებში ეს
შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო. მაგრამ ამერიკელი ანთროპოლოგის, რიჩარდ რედდინგის აზრით, ეს ყველაფერი მთავარი მიზეზის მხოლოდ დეტალებია: ღორები დამარცხდნენ ქათმებთან კონკურენციაში.

ერთის მხრივ, ფრინველების შენახვა და ერთი ადგილსამყოფელიდან მეორეში გადაყვანა შედარებით მარტივია. მეორეს მხრივ, ისინი ბევრად ნაკლებ წყალს იყენებენ და ამასთან, აწარმოებენ არა მხოლოდ ხორცს, არამედ იმდენად ძვირფას დიეტურ პროდუქტს, როგორიცაა კვერცხი. და ბოლოს, დაკლული ქათმის შეჭმა ორ საათშიც შეიძლება და ეს პატარა ოჯახს სრულიად ადვილად შეუძლია, როდესაც დიდი ღორის ხორცის შენახვა შებოლვის, ან დამარილების საკმაოდ რთულ პროცედურას მოითხოვს იმის გამო, რომ დარჩენილი ხორცი არ გაფუჭდეს. ცხელი კლიმატის პირობებში ეს ფაქტორი შეიძლება თითქმის გადამწყვეტი ყოფილიყო.

პროფესორი რედდინგი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა მეფრინველეობა ბევრად ეკონომიურად ეფექტური გახადა, ვიდრე უფრო ადრეული მეღორეობა და მხოლოდ მას მერე ეკონომიკური აკრძალვა გადაიზარდა კულტურულ და რელიგიურ აკრძალვაში. გამონაკლისად იქცა მხოლოდ იშვიათი ტყიანი და ტენიანი რაიონები, სადაც არ იყო საჭირო მომთაბარეობა და ღორისა და ფრინველის წყლით და საჭმლით უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელი იყო.
nisli
ნეტა რას მკითხაობთ ხალხნო.წაიკითხეთ წმინდა წერილი,ძველი აღთქმა და პასუხი იქ არის.მოსე სჯულს,რომ წერდა უფლის კარნახით,გარკვევიტ არის კლასიფიცირებული წმინდა და უწმინდური ფრინველები და ცხოველები.ცხოველები,რომლების არ ამოიხოხნიან და ჩლიქი გაყოფილი არა აქვთ უწმინდურად ითვლებიან.ღორი არ ამოიცოხნის,თუმცა ჩლიქი გაყოფილი აქვს.კურდღელი კი ამოიცოხნის,მაგრამ ჩლიქოსანი არ არის.
დათო
მთავარი არ წერია-ღორის ხორცი მავნეა და არც უნდა ჭამოს ადამიანმა
lika karabacak
ეს ვერსია არ გამიგია, მაგრამ გამიგია 2 ვერსია პირველი ყურანში წერია რომ ღორის ხორცი მავნებელია ჯანმრთელობისათვის და ის ბინძური ცხოველია ანუ ყველაფერს ჭამს, მეორე მუსულმანთა არმიამ შხამიანი ხის ჯოხებზე შეწვეს გარეული ღორის ხორცი ლაშქრობის დროს და არმიის უმრავლესობა დაიხოცა, აჩათვალეს რომ ღმერთმა დასაჯათ და იმის მერე არ ეკარებიან საჭმელად
mvx-ს
ისე დაიწუნე აქაური აზრები მე ფერმერი მეგონე :D მაშინ მიხედე კომპიუტერის შემდეგ თაობებს და თუ ასეთი დიდი ხარ უკვე ცოტა ზრდილობიანი რეაგირება უნდა გქონოდა წესით მაგრამ საკუთარ გარემოში შეუწუხებიხარ იდიოტებს ეტყობა და აქა-იქ საიტებზე ინკოგნიტოდ იოხებ გულს :D არ წაიღეს ტვინი კლავიატურის ლომებმა? იმისს მაგიერ ნორმალურად გამოთქვან აზრი აიმყრალებენ პირს და დიდგულობენ. გინდა შეიგინე აქ რა? - "მაგრობა" იქნება? :D ეგეთები ჩემამდე არ მოდის! ეგეთები უკან უბრუნდებათ შენნაირებს. ამიტომ დამიწყნარდი თუ შეიძლება და ცოტა თავშეკავებულად და გონივრულად დააკავე შენი ცხოვრების მომავალი დრო, თორემ მე თუ ბავშვობაში ვიფსავდი ქვეშ, პაპმერსები იცოდე მოხუცებსაც დაგ(ვ)ჭირდება :D :D
mvx
ვინც MVX-ს სწერს! შენც მაგარი იდიოტი ხარ. სტატია წაიკითხე წესიერად. რა მნიშვნელობა აქვს საიდან არის გადმოტანილი. შენ რომ ქვეშ იფსავდი მაშინ მე კომპიუტერების პირველ თაობას ვემსახურებოდი და არ მჭირდება სწავლა სად რა ჩავაგდო და შევაგდო!
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?