რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
რატომ თქვეს უარი მუსულმანებმა და იუდეველებმა ღორის ხორცზე
ბეკონი, ძეხვი, სოსისი - ერთი შეხედვით ამათზე უარის თქმა არ არის ადვილი. სინამდვილეში ისტორია ცხადჰყოფს, რომ ახლო აღმოსავლეთში ღორის ხორცი პოპულარული იყო ძვ. წ.აღ-ით პირველ ათასწლეულამდე. რამ აიძულა ადგილობრივი მცხოვრებლები ღორის ხორცის მიღებაზე უარი ეთქვათ?

ამ ფენომენის კვლევით მრავალი მკვლევარი იყო დაინტერესებული საუკუნეების მანძილზე და მრავალი ახსნა იქნა შეთავაზებული. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ახსნა მიუთითებს მომთაბარე ცხოვრების წესზე. ღორები საკმაოდ პრეტენზიულები არიან ცხოვრებაში, ხოლო საცხოვრებელი სახლის მუდმივი ცვლის დროს მათი ერთი ადგილიდან მეორე ადგილზე გადაყვანა ძნელია და უფრო მეტად რთული კი მათი
ურიკებით ტრანსპორტირებაა.

სხვა ვერსია წყლის მოთხოვნილებას ეყრდნობა: ძაღლებს საკმაოდ ბევრი წყალი სჭირდებათ. უწყლო რაიონებში ეს
შეიძლება საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტორი ყოფილიყო. მაგრამ ამერიკელი ანთროპოლოგის, რიჩარდ რედდინგის აზრით, ეს ყველაფერი მთავარი მიზეზის მხოლოდ დეტალებია: ღორები დამარცხდნენ ქათმებთან კონკურენციაში.

ერთის მხრივ, ფრინველების შენახვა და ერთი ადგილსამყოფელიდან მეორეში გადაყვანა შედარებით მარტივია. მეორეს მხრივ, ისინი ბევრად ნაკლებ წყალს იყენებენ და ამასთან, აწარმოებენ არა მხოლოდ ხორცს, არამედ იმდენად ძვირფას დიეტურ პროდუქტს, როგორიცაა კვერცხი. და ბოლოს, დაკლული ქათმის შეჭმა ორ საათშიც შეიძლება და ეს პატარა ოჯახს სრულიად ადვილად შეუძლია, როდესაც დიდი ღორის ხორცის შენახვა შებოლვის, ან დამარილების საკმაოდ რთულ პროცედურას მოითხოვს იმის გამო, რომ დარჩენილი ხორცი არ გაფუჭდეს. ცხელი კლიმატის პირობებში ეს ფაქტორი შეიძლება თითქმის გადამწყვეტი ყოფილიყო.

პროფესორი რედდინგი ვარაუდობს, რომ ამ ყველაფერმა ერთად აღებულმა მეფრინველეობა ბევრად ეკონომიურად ეფექტური გახადა, ვიდრე უფრო ადრეული მეღორეობა და მხოლოდ მას მერე ეკონომიკური აკრძალვა გადაიზარდა კულტურულ და რელიგიურ აკრძალვაში. გამონაკლისად იქცა მხოლოდ იშვიათი ტყიანი და ტენიანი რაიონები, სადაც არ იყო საჭირო მომთაბარეობა და ღორისა და ფრინველის წყლით და საჭმლით უზრუნველყოფა სრულიად შესაძლებელი იყო.
მე
ლეგენდების და ზღაპრების გჯერათ 21 საუკუნეში??? რეალურია ის რომ ღორი ჩრდილოეთში, ცხვარი სამხრეთში, წყალი, კლიმატი და მომთაბარეობა, რა ბიბლია და რა ყურანი, დაიშალა ჯოგი....
mako
წაიკითხეთ ბიბლია და იქ ნახავთ პასუხს!!!
non
ესეიგი მინდა რომ რაგაც ცოტა წავიკითხო და იმდენ სიდებილეს აღმოვაჩენ ხოლმე რო გაზეთის დანახვა აღარ მინდა.
avoieeee
რა სისულელეა,ახსნა არ იციან და სისულელეს წერენ.მოგზაურობა რა შუაშია?ყველა მუსულმანური ქვეყანა თავის ადგილზეა,მაგრამ მაინც არ ჭამენ.სიმართლეს მუშტის ნათქვამი ჰგავს.
MUSHTI
ხალხო მე გეტყვით რატო არ ჭამენ ღორს ებრაელები . იმიტომ რომ მათ ერთადერთ წიგნში არის ღორის ანატომია აგწერილი რომელიც ამტკიცებს რომ ღორის ორგანოები ყველაზე მეტად ჰგავს ადამიანის შიდა ორგანებს, ვიდრე სხვა რომელიმე ცხოველის.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?