თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა
თეთრი ვეფხვი, რომელიც დაუნის სინდრომით დაიბადა
თეთრი ვეფხვი, სახელად კენი აშშ-ში დაიბადა. ის ცხოველთა სელექციონერების მსხვერპლია. თეთრი ვეფხვი ძალიან იშვიათი სახეობაა და მასზე სხვადასხვა ქვეყნის ზოოპარკებში დიდი მოთხოვნაა. ცხოველთა მომშენებლებს სურდათ,  გამოეყვანათ უცნაური შესახედაობის ვეფხვი, რომელსაც აქვს დიდი დრუნჩი, ცისფერი თვალები და თეთრი ბეწვი.

Zooclub

კენი აღმოჩნდა ფულის მოყვარულ სელექციონერთა მსხვერპლი. თეთრი ვეფხვი ძალიან იშვიათია. მისი მშობლები და-ძმანი არიან. მათი შვილების უმეტესობა მკვდრადშობილები იბადებოდნენ ან რამდენიმე თვეში კვდებოდნენ. ეს თეთრი ვეფხვი ცხოვრობს "Turpentine Creek Wildlife Reserve" ცენტრში. კენისა და მისი ძმის დამახინჯებული შესახედაობის გამო, მათი გაყიდვა ვერ შეძლეს. 

Zooclub

ამგვარი შეზღუდული
გენოფონდის გზით დაბადებული თეთრი ვეფხვები იბადებიან უცნაური, ანომალიური ვიზუალითა და დეფექტებით. მაგალითად, კენი გონებრივად ჩამორჩენილია,
აქვს ფიზიკური დეფექტები და ითვლება პირველ, დაუნის სინდრომის მქონე ვეფხვად.


ასევე იხილეთ:

მსოფლიოში ვეფხვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ

ლიგერი-ლომი, თუ ვეფხვი

სამფეხა სპილო მოშას ახალი პროტეზი
liza
მაინც საყვარელია, დიდი სიამოვნებით მოვუვლიდი.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?