ძმები სეირნობდნენ, როცა რელსებს შორის რაღაც უცნაური შენიშნეს
ძმები სეირნობდნენ, როცა რელსებს შორის რაღაც უცნაური შენიშნეს
ძმები სახლთან ახლოს, ლიანდაგის მახლობლად სეირნობდნენ, როცა რელსებს შორის უცნაური რამ შენიშნეს. თავიდან ეგონათ შავი ფერის ქვა, თუმცა, მიახლოებისას აღმოაჩინეს კუ, რომელიც რელსებში იყო გაჭედილი და ვერ ახერხებდა ამოსვლას.


ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა დახმარებოდნენ ცოცხალ არსებას, რადგან მატარებელი მალე გამოივლიდა.

ცხოველი მოძრაობდა, ცდილობდა დახსნას, თუმცა, ამაოდ. ძმებმაც სცადეს მისი განთავისუფლება, მაგრამ ის იმდენად მჭიდროდ იყო რელსებში ჩაჭედილი, მისი ამოყვანა ვერ შეძლეს. 

Zooclub

მათ გადაწყვიტეს, ადგილობრივ ცხოველთა დახმარების ორგანიზაციაში დაერეკათ. მართლაც, ცხოველთა ცენტრის თანამშრომლები ოპერატიულად გამოცხადდნენ ადგილზე.

Zooclub

მატარებელი მალე გაივლიდა, ამიტომ სამაშველო ჯგუფს სწრაფად
უნდა ემოქმედა. რამდენიმე ხნიანი ცდის შემდეგ, კუ გაათავისუფლეს.

Zooclub

როგორც განთავისუფლების შემდეგ მაშველებისთვის გახდა ცნობილი, ის
კაიმანის კუ აღმოჩნდა. ჯავშნოსანი ცხოველი იყო საშინლად დასუსტებული, მაშველებმა ის ბუნებაში გაუშვეს, მატარებლის ლიანდაგებიდან საკმაოდ მოშორებით.

Zooclub

"საოცარი ბავშვები არიან, ძალიან დაგვეხმარნენ. შეეძლოთ, გზა გაეგრძელებინათ და გასაჭირში ჩავარდნილი ცოცხალი არსება მიეტოვებინათ, თუმცა, ისინი ჩვენთან ერთად იღებდნენ მონაწილეობას ოპერაციაში, ძალიან განიცდიდნენ და გულშემატკივრობნენ ცხოველს",- ამბობს მაშველი.

ასევე იხილეთ:

გორილამ 3 წლის ბავშვი გადაარჩინა

დათვის ბელები შველას ითხოვდნენ

მეხანძრემ ცეცხლმოკიდებული სახლიდან მომაკვდავი ძაღლები გამოიყვანა

ტეგები
lamzira
საწკალი რას მიძვრებოდა რელსებში? :D ბაკანზე საპნიანი თბილი წყალი, ან ნებისმეირი ჟელე რომ წაესვათ, საქმე გაუადვილდებოდათ.(ჩემი აზრით)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?