სამფეხა სპილო მოშას ახალი პროტეზი (+ვიდეო)
სამფეხა სპილო მოშას ახალი პროტეზი (+ვიდეო)
სპილო, სახელად მოშა მაინმარის ეროვნულ პარკში დაიბადა. როდესაც 7 თვის იყო, შემთხვევით ნაღმს დაადგა ფეხი, რამაც აფეთქება გამოიწვია და ცხოველი დაშავდა.

საბედნიეროდ, სპილო მომვლელებმა სასწრაფოდ გადაიყვანეს ადგილობრივ ვეტ-ჰოსპიტალში. ვეტერინარებმა მოშას სიცოცხლე შეუნარჩუნეს, თუმცა, მან ერთი ფეხი დაკარგა.

მოშას მძიმე წონის გამო, სამ ფეხზე ბალანსირება უჭირდა. ნაკრძალის ადმინისტრაციამ მისთვის პროტეზის ფეხი დაამზადებინა, რამაც მოშას საგრძნობლად გაუადვილა გადაადგილება.

სპილო უკვე 9 წლის არის, ძველი პროტეზით მას უკვე უჭირდა სიარული, ამიტომ მოშას დაუმზადდა ახალი პოროტეზი, რომელიც უფრო მოსახერხებელია. მოშას საკუთარი გვერდიც აქვს Facebook-ზე, მისი
მომვლელები დიდ მადლობას უხდიან იმ ადამიანებს, რომლებიც სპილოს გულშემატკივრობენ.

იხილეთ ვიდეო


ასევე იხილეთ:

წერილი ადამიანებს უნარშეზღუდული
ძაღლისგან


ლეკვებმა ინვალიდ ძაღლს სიცოცხლის ხალისი დაუბრუნეს

როგორ გადაურჩა ზოოპარკში გველისთვის საკვებად მიყვანილი ბაჭია შეჭმას
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?