პატრონი, რომელიც ძაღლს ეზოში ასეირნებდა, ნამდვილად არ ელოდა მსგავს "ძღვენს". ჯეკ რასელ ტერირტის ჯიშის ძაღლი პირში რაღაცას მალავდა, როცა პატრონს მიუახლოვდა. თავიდან გოგონა ვერ მიხვდა, თუმცა, შემდეგ ნახა, რომ ეს ცხოველის ნაშიერი იყო. იგი იმდენად პატარა აღმოჩნდა, რომ პატრონმა ვერ გაიგო, რა არსება იყო.
ცხოველი მაშინვე წაიყვანა ვეტერინართან, რომელმაც უთხრა, რომ ეს ახალშობილი დაახლობით 5 დღის მაჩვი იყო. გოგონა დაბრუნდა იმ ადგილზე, სადაც
ძაღლის პატრონი მიხვდა, რომ მის გაზრდას ვერ შეძლებდა, ამიტომ დაუკავშირდა გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციას.
"ახალშობილი მაჩვი სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნება. ჩვენ აღმოუჩენთ ყველა საჭირო დახმარებას. მსოფლიოში მაჩვების რაოდენობა საგრძნობლად შემცირებულია, ამიტომ ჩვენ გავზრდით მას და როცა შეძლებს დამოუკიდებლად არსებობას, ბუნებრივ არეალში გავუშვებთ."- ამბობს გარეულ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის წევრი.
ასევე იხილეთ:
ვეტექიმები კლინიკაში მსგავს პაციენტს ნამდვილად არ ელოდნენ
მათთვის, ვისაც ლამაზი ისტორიების კითხვა უყვარს
"თავიდან ვერ მივხვდით, რა ცხოველი იყო"