ლონდონში ბუების ბარი გაიხსნება (+ფოტო)
ლონდონში ბუების ბარი გაიხსნება (+ფოტო)
"ლონდონში, კერძოდ კი სოხოში, 19 მარტს ბუების ბარი გაიხსნება", - გვატყობინებს დაწესებულების ოფიციალური საიტი   დაწესებულების ადგილმდებარეობა გასაიდუმლოებულია, თუმცა, ცნობილია, რომ იქ იცხოვრებს 6 ფრინველი, რომლებიც სტუმრებს კომპანიას გაუწევენ.

ამბავმა, ლონდონში ბუების ბარის გახსნის შესახებ, ბრიტანელ ინტერნეტმომხმარებელთა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. 24 თებერვალს, საიტზე Change.org, ბარის გახსნის და ბუების მიმართ არაჰუმანური მოპყრობის საწინააღმდეგო პეტიცია გამოქვეყნდა. 24 საათის განმავლობაში დოკუმენტს უკვე 2 000 ადამიანმა მოაწერა ხელი.

პეტიციის ინიციატორის სარა სტეფორდის აზრით, ბუები დაიტანჯებიან ბარში არსებული მუდმივი ხმაურისგან, რადგან მათ ძალიან მგრძნობიარე
ყურები აქვთ.

“რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი ისურვებდა პირადად უკეთ გაცნობოდა ამ ფრინველებს, თუმცა, ბევრი
ადგილია, სადაც ამის გაკეთება შეიძლება - ბუებისთვის უსაფრთხო გარემოში, იქ, სადაც მათთვის არ იქნება სტრესის საშიშროება”, - განაცხადა სტეფორდმა.

ბარის ოფიციალურ საიტზე აღნიშნულია, რომ ის ბრიტანეთის დედაქალაქში მხოლოდ ერთი კვირით, 19-დან 25 მარტამდე იმუშავებს, შემდეგ კი ბუებს ლონდონიდან წაიყვანენ.

საიტის ცნობით, ბუებს შორის მსოფლიოს სილამაზის კონკურსში გამარჯვებული ბუ, სახელად “ლამაზმანიც” იქნება.

ბარის მონახულების სურვილი დაწესებულების საიტზე უკვე 45 ათასმა ადამიანმა გამოთქვა.

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?