გოჭები ბაჰამის კუნძულებზე - ბევრი ინატრებდა მათ ბედს (+ფოტო)
გოჭები ბაჰამის კუნძულებზე - ბევრი ინატრებდა მათ ბედს (+ფოტო)
ბაჰამის ერთ-ერთ დაუსახლებელ კუნძულზე ცხოვრობს გოჭების ოჯახი და ყოველ წელს ასობით ადამიანი ჩამოდის აქ მხოლოდ იმიტომ, რომ მათ კამპანიაში აღმოჩნდნენ .

გოჭები სანაპიროზე დარბიან, ირუჯებიან და თბილ, ფირუზისფერ წყალში დაცურავენ. ხშირად ისინი ცურვით ნაპირს 90 მეტრითაც შორდებიან, რათა საკუთარი ხომალდებით მოცურავე სტუმრებს მიესალმონ. კითხვა, თუ საერთოდ როგორ მივიდნენ გოჭები იქამდე, ჯერ ღიად რჩება.

ის, თუ როგორ მოხვდნენ გოჭები კუნძულზე, ზუსტად არავინ იცის. ერთ-ერთი ვერსიით, კუნძულზე გოჭები მეზღვაურებმა გადასვეს იმ იმედით, რომ უკან დაბრუნებულებს საკვები დახვედროდათ. როგორც ჩანს, ისინი აღარ დაბრუნებულან.

სხვა ვერსიით, გემი, სადაც გოჭები იყვნენ, ჩაიძირა. მათ კი ხმელეთზე გასვლა შეძლეს და კუნძულზე დარჩნენ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ისინი კუნძულზე თავს სულაც არ გრძნობენ ცუდად.

ერთადერთი რამ, რაზეც მათ ზრუნვა უწევთ, საკვებია. მაგრამ მათ აქაც ყველაფერი გათვალეს: კუნძულთან რეგულარულად მოძრაობენ გემები ტურისტებით, რომლებიც დიდი სიამოვნებით უყრიან გოჭებს საკვებს.
როგორც ფოტოების უცნაური და ამავე დროს, ლამაზი კოლექცია გვამცნობს, გოჭები სანაპიროზე ცხოვრებისთვის სრულიად მომზადებულები არიან.

ეს კადრები ფოტოგრაფებმა ჟან-ლუი კლიაინმა და მერი-ლუსი ჰიუბერტმა გადაიღეს. ისინი ამ ტროპიკულ სამოთხეში საფრანგეთიდან ჩავიდნენ.

გოჭებს ადამიანების არ ეშინიათ და დიდი სიამოვნებით დაცურავენ მათთან ერთად.
ისინი ტურისტების მაგნიტად იქცნენ.

კუნძულს უკვე გოჭების კუნძული შეარქვეს, რაც მოსალოდნელი იყო.

ყოველ წელს, აქ ასობით ტურისტი ჩამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ ეს შესანიშნავი ცხოველები ნახონ.

უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრს შეიძლება, გოჭების კიდეც შეშურდეს. თბილი წყალი, ცხელი მზე, სასიამოვნო ქვიშა და მუქთა საკვები - ვინ არ ოცნებობს ასეთ ცხოვრებაზე?!


იხილეთ ფოტოგალერეა
გალერეა
liza
რა საყვარლები არიან, კიარგია რომ მსოფლიოს ერთ კუთხეში მაინც არიან ეს საწყალი ცხოცველები ბედნიერები.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?