მას ეგონა, რომ ცხოველი ცოცხლად შეჭამდა, თუმცა, მან შეძლო უძლიერესი კადრის გადაღება! (+ვიდეო)
მას ეგონა, რომ ცხოველი ცოცხლად შეჭამდა, თუმცა, მან შეძლო უძლიერესი კადრის გადაღება! (+ვიდეო)
დედა-ბუნება მშვენიერი, მომხიბლავი და თვალწარმტაცია. ის ამშვიდებს და გვეხმარება, მოვიპოვოთ საკუთარ თავში ჰარმონია. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება იმის დავიწყება, რომ ბუნება საშიში ძალაცაა… ზოგჯერ, უბრალოდ არ ღირს ადამიანის ჩარევა, ზღვრის გადაკვეთა.

ეს პოლ ნიკლენია, "National Geographic"-ის ფოტოგრაფი. ეს ადამიანი შეიძლება ითქვას, ბუნებასთან “შენობითი” ფორმით ურთიერთობს. მან ისე, როგორც არავინ იცის, რომ ბუნებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ განუმეორებელი ფოტოების გადაღებისას, ყოველ ჯერზე, შეგნებულად მიდის გარკვეულ რისკზე.

Zooclub

გულწრფელად აღიარეთ, ბევრი ოცნებობს ასეთ საინტერესო სამუშაოზე. მხოლოდ წარმოიდგინეთ, რამდენი საოცარი ადგილის ნახვას შეძლებდით და რამხელა გამოცდილებას
შეიძენდით. ამჯერად, პოლს დაევალა, მოეტანა ფოტოები პირდაპირ ანტარქტიდიდან.

Zooclub

მან უეცრად ზღვის ლომების გადაღება მოისურვა. როგორც
კი წყალში ჩაყვინთა, მასთან ლეოპარდისებრი სელაპი მიცურდა.

Zooclub

პოლმა გაიფიქრა, რომ მალე მისი სიცოცხლე დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მუხლები უკანკალებდა, რამდენადაც შეეძლო ცდილობდა, არ დატყობოდა ნერვიულობა და თვალყური ედევნებინა, რა მოხდებოდა შემდეგ...

Zooclub

როდესაც სელაპმა დაინახა, რომ პოლი მისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენდა, ცხოველს ის უბრალოდ შეეცოდა.

შეიძლება მან კიდეც იფიქრა, რომ პოლი ის უმწეო ცხოველი იყო, რომელიც აქ საჭმლის საშოვნელად დაცურავდა.

ამიტომ მზრუნველმა სელაპმა გადაწყვიტა, პოლისთვის პატარა სიურპრიზი გაეკეთებინა, მკვდარი პინგვინის სახით. რამდენადაც ნიკლენს არ სურდა ამ საჩუქრის მიღება, მან გადაწყვიტა უბრალოდ თავაზიანად ეთქვა უარი.

Zooclub

მიუხედავად იმისა, რომ ისინი სრულიად სხვადასხვა ენაზე მეტყველებდნენ, მაინც შეძლეს ურთიერთგაგება, ერთმანეთისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

Zooclub

ჩვენი აზრით, პოლი რომ მტრულად ყოფილიყო განწყობილი, უბრალოდ, ცოცხალი ვერ გადარჩებოდა. აქედან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: სინამდვილე - ეს ჩვენი მასთან დამოკიდებულების ანარეკლია, ამიტომ განეწყვეთ გარემოს მიმართ ისე, როგორც გსურთ, რომ ის იყოს თქვენ მიმართ განწყობილი.

Zooclub

გაუფრთხილდით ბუნებას!


იხილეთ ვიდეო
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?