ეს გოგონა 7 მოძალადის ხელში ჩავარდა, მაგრამ ლომების გამოჩენამ მოვლენათა სვლა სრულიად შეცვალა…
ეს გოგონა 7 მოძალადის ხელში ჩავარდა, მაგრამ ლომების გამოჩენამ მოვლენათა სვლა სრულიად შეცვალა…
ცხოვრებაში ყველაფერი ხდება, როგორც კარგი, ისე ცუდი. მაგრამ ეს ისტორია უნიკალურია და არ გავს სხვას. ბუნებაში ბევრი რამ ძნელია ასახსნელად. ეს ამბავი ამას კიდევე ერთხელ ამტკიცებს!

სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში, როგორიცაა ეთიოპია, არასრულწლოვან გოგონებს ძალიან ხშირად უხეში ძალის გამოყენებით ათხოვებენ. გაეროს გამოთვლით, დაახლოებით ქორწინების 70% ამ ქვეყანაში იძულებითია. ეთიოპიური ქორწინების განსაკუთრებულობა ისაა, რომ მამაკაცები არა თუ არ ეკითხებიან საცოლეს თანახმაა ის თუ არა ქორწინებაზე, არამედ ოჯახის წევრებსაც კი არ სთხოვენ შვილის ხელს. ამის მაგივრად, ეთიოპიელი მამაკაცები უბრალოდ იტაცებენ პატარა ასაკის გოგონებს და აიძულებენ ქორწინებას.

Zooclub

ასე უნდა მომხდარიყო ამ 12 წლის გოგონას შემთხვევაშიც. იგი სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა.

Zooclub

7 კაცისგან შემდგარმა
კომპანიამ მოიტაცა გოგონა გასაუპატიურებლად იმიტომ, რომ შემდეგ ის  ერთ-ერთ მათგანს ცოლად უნდა გაჰყოლოდა და სავარაუდოდ, მათ ეს გამოუვიდოდათ, მაგრამ დედა-ბუნებამ ეს არ დაუშვა. თავდასხმის დროს, მოულოდნელად, იქ სამი ლომი გამოჩნდა. უზომოდ შეშინებული კაცები მაშინვე გაიფანტნენ. გოგონა ადგილიდან არ იძვროდა. მაგრამ იმის მაგიერ, რომ ლომები თავს დასხმოდნენ, ლომებმა იგი დაიცვეს!

Zooclub

რამოდენიმე ხნის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მივიდნენ პოლიციელები, რომლებიც უკვე დიდხანს ეძებდნენ გოგონას. მათ ახლო-მახლო ლომები დაინახეს. როგორც კი წესრიგის დამცველები გოგონას მიუახლოვდნენ, ლომები წავიდნენ.
"ეს ბედის საჩუქარი იყო",- თქვა ერთ-ერთმა ოფიცერმა. ლომები რომ არ დახმარებოდნენ, გოგონას დარჩენილი სიცოცხლე მოძალადის გვერდით ცხოვრება მოუწევდა.

Zooclub

რატომ დაიცვეს ლომებმა გოგონა? იქნებ მათ გოგონას ყვირილი პატარა ბოკვრების ხმაში აერიათ? და რატომ იცავდნენ ისინი მას პოლიციის მოსვლამდე? ამ კითხვებზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია. დანამდვილებით მხოლოდ ერთადერთის თქმა შეიძლება - ლომები ტყუილად არ ითვლებიან ეთიოპიის ნაციონალურ სიმბოლოდ.

ეს საოცარი ისტორიაა. ის გვანახებს, რომ ზოგ სიტუაციაში ცხოველებს შეუძლიათ იყვნენ ადამიანზე ბევრად ადამიანურები.

ani
აი რატომ ვამბობ ლომი საუკეთესო ცხოველია-თქო.ასეთი სასწაული პირველია და ღმერთმა ქნას არა უკანასკნელი,არამედ ეს მუდმივ ჩვეულებად იქცეს!
natela
ბედი ჰქონია მაგ გოგოს ლომებმა რომ დაიცვეს ადამიანებს ცხოველები სჯობია
natela
ბედი ჰქონია მაგ გოგოს ლომებმა რომ დაიცვეს ადამიანებს ნამდვილად სჯობია ცხოველები
sofia
სამიანო, ხმა შენ ჩაიწყვიტე ვითომ ადამიანი რომ ხარ. რაზე გაქვს ერთი პრეტენზია, რა, შენნაირ ჩუჩელებს არ ჯობიან ცხოველები?
gogia
ეს ლომები მართლა სჯობია ჩემს მეზობლებს
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?