ერთგული აქლემი პატრონის საფლავს არ ტოვებს (+ვიდეო)
ერთგული აქლემი პატრონის საფლავს არ ტოვებს (+ვიდეო)
ჩვეულებრივი აქლემის სახელი მთელ ახლო აღმოსავლეთში ცნობილი გახდა. ცხოველმა დაღუპული პატრონისადმი წარმოუდგენელი ერთგულება გამოავლინა.

იემენის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე პროვინციაში, ადგილობრივი მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ცნობით, აქლემმა, რომელსაც პატრონი დაეღუპა, თავისი ნებით მიიღო მონაწილეობა სამგლოვიარო პროცესიაში და რამოდენიმე კვირა არ ტოვებდა მის საფლავს.

Zooclub

გარდაცვლილის შვილი ბევრჯერ ეცადა ცხოველის სახლში წაყვანას იმის შიშით, რომ აქლემი შეიძლება მოეპარათ. თუმცა, აქლემი ყოველ ჯერზე საფლავთან ბრუნდებოდა. ეს საფლავი უკვე ადგილობრივი მცხოვრებლების სალოცავ ადგილად იქცა. ბევრს მოაქვს ცხოველისთვის საჭმელი და სასმელი, მაგრამ აქლემი უცხო ადამიანის ხელიდან არაფერს იღებს.


იხილეთ ვიდეო

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?