ზაზუნა ფილმა გრძელი ზამთარი იწინასწარმეტყველა
ზაზუნა ფილმა გრძელი ზამთარი იწინასწარმეტყველა
"Reuters"-ის ცნობით, ამერიკელმა ზაზუნა ფილმა იწინასწარმეტყველა, რომ ზამთარი კიდევ 6 კვირა გაგრძელდება.

ცხოველებს, რომლებიც ქალაქ პანკსატონში (პენსილვანიის შტატი) სოროდან გამოვიდნენ, შეეშინდათ თავიანთი ჩრდილების. ტრადიციული შეხედულებების თანახმად, ცხოველის ასეთი ქცევა იმას ნიშნავს, რომ ზამთარი გრძელი იქნება.

ზაზუნა სოროდან ადგილობრივი დროით, დილის 7:25-ზე გამოვიდა.

შარშან, ფილს ასევე შეეშინდა თავისი ჩრდილის და სოროში დაიმალა. 2013 წელს მოღრუბლული ამინდის გამო, ზაზუნამ ვერ დაინახა თავისი ჩრდილი, რითიც გაზაფხულის ადრეულად მოსვლა იწინასწარმეტყველა.

ზაზუნას დღე ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში 2 თებერვალს აღინიშნება. პანკსატონში მცხოვრები ზაზუნა ფილი
ამერიკის ყველაზე სახელგანთქმულ წინასწარმეტყველად ითვლება. ფილი თავის პროგნოზებს 1887 წლიდან აკეთებს, ამასთან, მხოლოდ 17-ჯერ იწინასწარმეტყველა
ადრეული გაზაფხული. ყოველწლიურად, ფილის სანახავად ქალაქში 30 000 ადამიანი ჩადის.

დილის წინასწარმეტყველება, ძირითადად, (60%) მცდარია. ამერიკის კლიმატური მონაცემების ნაციონალურ ცენტრში ფილის მონაცემები გამოიკვლიეს, აღნიშნეს მისი უზუსტობა და ხაზი გაუსვეს, რომ ზაზუნას “არ გააჩნია წინასწარმეტყველების ნიჭი”.



კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?