ვალენსიის ბიოპარკი - პატარა სამოთხე დედამიწაზე (+ფოტო)
ვალენსიის ბიოპარკი - პატარა სამოთხე დედამიწაზე (+ფოტო)
ვალენსიის ბიოპარკი საშუალო ზომის ზოოპარკია, სადაც მრავალი აფრიკული ცხოველია. ჩვეულებრივ, საშუალოსტატისტიკური ზოოპარკისგან განსხვავებით, სადაც ცხოველები ჩაკეტილ გალიებში ცხოვრობენ, ესპანურ პარკში ისინი თავისუფლად დადიან.
ვალენსიის ბიოპარკს "ინტერაქტიურ ზოოპარკს" ეძახიან, სადაც დამთვალიერებლები მათ საარსებო გარემოს ერწყმიან და არა პირიქით.

ეს არ გავს ჩინურ ზოოპარკს, სადაც დამთვალიერებლები ტერიტორიაზე სპეციალური ტრაილერებით გადაადგილდებიან. ვალენსიაში დამთვალიერებლების ცხოველებისგან გამოსაყოფად გალიები არ არის, მათ მაგიერ გამოყენებულია მდინარეები, წყალსაცავები, კლდეები. ყველა ეს ბარიერი პრაქტიკულად უჩინარია და ცხოველები თავს ისე გრძნობენ, როგორც სახლში.

დამთვალიერებლები ცხოველებთან ურთიერთობის უნიკალურ გამოცდილებას იღებენ, როდესაც მათგან
მხოლოდ პატარა წყარო ყოფთ. ეს ნაკადი იმდენად პატარაა, რომ ყველა სურნელიც კი იგრძნობა, რაც ქმნის
შთაბეჭდილებას, რომ ცხოველებს ადვილად შეუძლიათ მისი გადალახვა.
შიში ერთ-ერთი ემოციაა, რომელსაც მრავალი დამთვალიერებელი განიცდის ზოოპარკის მონახულებისას. სიახლოვისა და საშიშროების ილუზია აქ იმდენად რეალურია, რომ ადრენალინის მოზღვავება იგრძნობა - თითქოს ველურ გარემოში ხვდები ცხოველის პირისპირ.
"მსგავსი რამ მსოფლიოს არც ერთ სხვა ზოოპარკში არ განმიცდია", - ამბობს ერთ-ერთი დამთვალიერებელი.

ბიოპარკი კიდევ მრავალი ასპექტით არის გამორჩეული. სხვა ზოოპარკებისგან განსხვავებით, სადაც სხვადასხვა სახეობა ცალ-ცალკე ცხოვრობს, ვალენსიაში მათ ერთად ცხოვრების უფლებას აძლევენ ისევე, როგორც ბუნებაში, ამიტომ აქ შეიძლება ნახოთ, როგორ იყოფენ ადგილს გორილები და მაიმუნები, ან სირაქლემა ემა როგორ ცხოვრობს ზებრების შორიახლოს. სხვადასხვა სახეობა, რომლებიც ველურ გარემოში მშვიდად და ბუნებრივად თანაცხოვრობენ, ერთად არიან მოთავსებულნი. ხოლო, ყველაზე უვნებელ ცხოველებს, როგორიცაა ლემური, შეიძლება, პირდაპირ ყველანაირი ბარიერის გარეშე შეხვდეთ. ვალენსიის ბიოპარკში მრავალი  წინაღობაა, უბრალოდ დაფარულია, რომ დამთვალიერებლებმა მცირე ხნით მაინც იცხოვრონ საოცარ ველურ ბუნებაში!

იხილეთ ფოტოგალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?