თბილისში ცხოველების სილამაზის სალონი გაიხსნა
თბილისში ცხოველების სილამაზის სალონი გაიხსნა
ვაკეში, თაყაიშვილის ქ. 4ა-ში გაიხსნა ევროპული სტანდარტის ცხოველების სილამაზის სალონი , სადაც, როგორც სალონში აცხადებენ, ყველა პირობაა შექმნილი ცხოველის მეპატრონის კომფორტისა და მათი ოთხფეხა მეგობრის გალამაზებისათვის.

სალონში, სახელწოდებით - ”ჰოთ დოგს” შინაური ბინადრების მფლობელთათვის სხვადასხვა მომსახურებაა ხელმისაწვდომი. თუ აქამდე ძაღლის დაბანასა და გალამაზებაზე მეპატრონესვე უწევდა ზრუნვა, ამიერიდან ამას ”ჰოთ დოგს”-ის სტილისტები და ვეტერინარები გააკეთებენ.

სალონში ცხოველებს დაბანენ, დავარცხნიან ბეწვს, გაუსუფთავებენ ფრჩხილებსა და ყურებს, გაუწმენდენ კბილებს, ჩაუტარებენ ბეწვის ცვენის საწინააღმდეგო და ბზინვარებისთვის საჭირო პროცედურებს. სპეციალური ხსნარის საშუალებით დაამუშავებენ პარაზიტებზე.

როგორც ”ჰოთ
დოგს”-ში ამბობენ, შესაძლებელია, პატრონის სურვილისამებრ დეკორატიულად შეიღებოს ცხოველი, ბეწვისთვის სრულიად უვნებელი საღებავებით. სალონში ასევე შესაძლებელია
ოთხფეხა მეგობრისთვის ტანსაცმლისა და სხვა აქსესუარების შეძენა.



ავტ: მარიკა დვალი

ინფორმაცია გამოყენებულია საიტიდან mkurnali.ge

ანი
რაჯდება მომსახურეობა?
natali
ია ვერ დაგეთანხმები ეს ორი სხვადასხვა თემა ჯერ ერთი რო ძალიან ცუდია ასეთი გაჭირვება როა მართლაც ქვეყანაში და დამერწმუნე შენზე მეტად არ შემტკივა გული ამ საკითხთან მაგრამ ცხოველებიც სულიერი არსებები არიან და შეიძლება ბევრ ადაამიანსაც ჯობდეს..... და ცხოველის ყოლა ეგ იგივე რო აუცილებლად უნდა მოუარო ..როგორც ადამიანი უვლის თავს და ჰიგიენა და ა.შ ყველაფერი წესრიგშია აქ ისე უნდა იყოს ძაღლიც როცა გყავს გიყვარს და გინდა რო მოვლილი გყავდეს და 5 ლარს ტუ გადაიხდი მის დაბანაში ეგ 5 ლარი არც არავის გაამდიდრებს და არც გააღარიბებს და შეიძლება ბევრს იქ ძაღლი დაყავდეს და იმის იქით ბევრ გაჭირვებულსაც ეხმარებოდეს შეძლებისდაგვარად...
ია
უასქმური ადამიანი ყვერებში მახათს რო ირჭობდა ასეა თქვენი საქმე.გამოიხეგეთ თქვენი დაბინდული გონებიდან ნახეთ ხალხი რა აუტანელ სიდუხჭირეშია.გარეთ უპატრონო ბავშვი არ გინახავთ? იიმას ხო არ შესთავაზებთ მომსახურეობას?ქართველმა ხალხმა სულ დაკარგა თავმოყვარეობა.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?