საინტერესო ფაქტები ცხენებზე
საინტერესო ფაქტები ცხენებზე
მრავალი ათასი წელია ცხენი ადამიანს ერთგულად ემსახურება. კაცობრიობის არსებობის მანძილზე, მისი დახმარებით, არა ერთი ბრძოლა წარმართულა. 

ძველი ჩანაწერების მიხედვით, პირველი ცხენი 60 ათასი წლის წინ გაჩნდა. მას ეოგიპუსი დაარქვეს (განთიადის ცხენი), ის ძალიან პატარა იყო: წონა 5 კგ და სიმაღლე 35 სმ. ეოგიპუსს წინა ფეხებზე ოთხი თითი ჰქონდა, ხოლო უკანა ფეხებზე სამი.

1. მუსტანგი ცხენის წინაპარია, რომელიც ესპანელებმა ამერიკაში მე-16 საუკუნეში შეიყვანეს და მოიშინაურეს. ერთადერთი ცხენის სახეობა, რომელსაც ვერასოდეს ათვინიერებენ, არის აზიური გარეული ცხენი. 

2. ცხენის ასაკის გასარკვევად, ერთადერთი საშუალებაა შემოწმდეს მისი კბილები.

3. ცხენი ცოცხლობს 25-30 წელი, თუმცა, არსებობს ინფორმაცია, რომ ცხენმა იცოცხლა 62 წლამდე. ის ცხოვრობ
და ინგლისში და მას ეძახდნენ "ბებერ ბილის".
ცხენის ასაკს ადამიანთან მიმართებაში სპეციალისტები შემდეგნაირად თვლიან: ადამიანის 12 წელი უთანაბრდება ცხენის პირველ ერთ წელს, მეორე წელი - შვიდს, შემდეგი სამი წელი შეესაბამება ადამიანის კიდევ 12 წელს, ხოლო ამის შემდეგ, თითოეული ცხენის წელს უმატებენ ადამიანს 2,5 წელს. ეს ნიშნავს იმას, რომ "ბებერმა ბილმა" ადამიანის ასაკთან მიმართებაში, იცოცხლა 173,5 წელი.

4. ცხენის თვალები სხვა ცხოველების იდენტურია. მას შეუძლია, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ამოძრაოს ორივე თვალი.

5. ცხენს ძალიან კარგი ყნოსვის უნარი აქვს. გაგიკვირდებათ, თუმცა, ის ძალიან განიცდის, როდესაც გრძნობს სისხლის სუნს.

6. მსოფლიოში არსებობს, დაახლობით, 160 ცხენის სახეობა, მაგრამ არაბული ჯიშის ცხენი ყველაზე სუფთა სისხლის არის და ის თავისი თვისებებით, თუ ვიზუალით უნიკალურია.

Zooclub

7. ძველ საბერძნეთში, ზოგჯერ თეთრ ცხენებს ძირავდნენ ზღვის ფსკერზე, რათა ზღვის ღმერთ პოსეიდონისთვის შეეწირათ ეს ცხოველი.

8. ინდუსების აზრით, ცხენი ასოცირდებოდა კოსმოსთან, ხოლო თეთრი ცხენი ითვლებოდა დიდი ღმერთის განსახიერებად.

9. ზოგიერთი ცხენი დამოუკიდებლად სწავლობს კარის გახსნას, რათა თავლიდან სხვა ცხენები გამოუშვას.

10. ცხენებს შეუძლიათ ემოციის განსხვავება, ადამიანის ხმის ტემბრის მიხედვით.

11. ცხენებს მოსწონთ მუსიკა, თუმცა, მათი გემოვნება შერჩევითია. ისინი უპირატესობას ანიჭებენ მშვიდ, ჰარმონიულ ბგერებს, მაგრამ ღიზიანდებიან ხმაურიან როკზე.

ასევე იხილეთ:

10 ყველაზე ძვირად ღირებული ცხენი მსოფლიოში

საინტერესო ფაქტები ცხოველებზე

"ცხენმა შვილი გადამირჩინა"

avoieee
მუსტანგი ესპანელებმა შეიყვანეს და ცხენის წინაპარი როგორაა? მოთვინიერებაზე კიდევ, არის აფრიკული კვაგა,რომელიც არ თვინიერდება.თვალებს კიდევ რაც შეეხება,ცხენი ქამელეონი არ არის,რომ ერთმანეთის დამოუკიდებლად ამოძრაოს.უფრო ბევრი დაწერეთ და მცოდნე ნახეთ.ალაპარაკებთ ვიღაცას.
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?