აუტისტ ბავშვებს სასურველია ჰყავდეთ შინაური ცხოველი
აუტისტ ბავშვებს სასურველია ჰყავდეთ შინაური ცხოველი
მეცნიერების თქმით, იმ ოჯახში, სადაც აუტისტი ბავშვი იზრდება, სასურველია, ცხოვრობდეს შინაური ბინადარიც. როდესაც ბავშვთან ერთად ცხოველიც ცხოვრობს, მას უფრო მეტად უყალიბდება გარემოსთან კონტაქტის სურვილიც. 

"ჩვენი დაკვირვების შედეგად, აუტიზმით დაავადებული ბავშვები, რომლებიც იზრდებიან ცხოველებთან ერთად, უფრო გახსნილები არიან ადამიანებთან ურთიერთობისას, ისინი ნაკლებად იკეტებიან თავის თავში და გარემოს შედარებით იოლად ეგუებიან, ვიდრე ის ბავშვები, რომლებსაც სახლში შინაური ბინადარი არ ჰყავთ."- ამბობს მისურის უნივერსიტეტის მკვლევარი გრეთჰენ კარლსი.

ცხოველის გარემოცვაში მყოფი სრულფასოვანი ბავშვი მეტად აქტიური და თავდაჯერებულია სხვა ბავშვებთან ურთიერთობისას. ეს ეფექტი აისახება აუტიზმის მქონე ბავშვებშიც.

"აუტისტი ბავშვები მეტად თავისებურნი და განუმეორებლები არიან. ყოველ მათგანს განსაკუთრებული ხასიათი აქვს. ცხოველებთან ურთიერთობამ შესაძლოა,
მეტი სარგებელი მოუტანოს, ვიდრე ოჯახის წევრებთან ან სხვა ადამიანებთან ურთიერთობამ."- ამბობს კარლსი.

მკვლევრები აკვირდებოდნენ 70 ოჯახს, სადაც ცხოვრობდნენ 8-დან 18 წლამდე აუტისტი ბავშვები. თითქმის 70%-ს ოჯახებისას, რომლებიც კვლევაში მონაწილეობდნენ, ყავდათ შინაური ბინადრები. ოჯახების უმეტესობაში ბინადრობდნენ კატები და ძაღლები, ხოლო დანარჩენებში - თევზები, კურდღლები, რეპტილიები, ფრინველები და მეტიც, ერთ- ერთ ოჯახში ობობაც კი ცხოვრობდა.


ასევე იხილეთ:

ძაღლებს სიტყვიერ შექებაზე მეტად მოფერება ურჩევნიათ

მოვეფეროთ, თუ არა კატას

ცხოველები ადამიანებს მარტოობისა და შფოთვის დროს ეხმარებიან
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?