ამ ქვეყანაში ბავშვებზე მეტად შინაურ ცხოველებს ათამამებენ
ამ ქვეყანაში ბავშვებზე მეტად შინაურ ცხოველებს ათამამებენ
არის ისეთი ქვეყნები, სადაც ცხოველთა უფლებები ირღვევა, ისეთიც - სადაც ცხოველის უფლებებზე საუბრისას შეიძლება, დაგცინონ კიდეც, თუმცა, საბენდიეროდ, არა ერთ განვითარებულ ქვეყანაში ჩვენი პატარა ბინადრები დიდ პატივში ჰყავთ.

ისევე როგორც აშშ-ში, იაპონიაშიც პროცენტულად თითოეულ ოჯახზე იმაზე მეტი ცხოველი რეგისტრირდება,  ვიდრე ბავშვი. არ იქნება გადამეტებული ნათქვამი, თუ ვიტყვით, რომ არა ერთი იაპონელის ოჯახში ბავშვს ცხოველი ცვლის.
ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს თქმით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 2014 წელს ყველაზე დაბალი მაჩვენებლი იყო წყვილთა ქორწინების მხრივ. შობადობაც სხვა წლებთან შედარებით, ამ წელს საგანგაშოდ შემცირებულია. სამინისტროს თქმით,
თუ ასე გაგრძელდა მოსახლეობოს რაოდენობის სამჯერ შემცირებაა მოსალოდნელი.

ქვეყანაში 128
მილიონი ადამიანი ცხოვრობს, აქედან 16 მილიონი 15 წლამდე ბავშვია რეგისტრირებული. იაპონიის ოჯახებში დარეგისტრირებულია 20 მილიონი ძაღლი და კატა, ხოლო ზოოინდუსტრიის წლიური ბრუნვა 9 მილიონ დოლარია. 

"იაპონიაში ცხოველების მფლობელები შინაურ ბინადრებს ოჯახის წევრებად მიიჩნევენ. ზოგიერთი ადამიანი ცხოველს როგორც ბავშვს ისე უვლის."- ამბობს კონჩი მაკინო, რომელიც ინტერნეტ მაღაზიის მენეჯერია, სადაც იყიდება ტორტები და სხვადასხვა სადღესასწაულო საჩუქრები ძაღლებისთვის.

უდავოა, რომ ცხოველთა დამცველებისთვის ეს სასიამოვნო ინფორმაციაა, თუმცა, იაპონიის ჯანდაცვის სამინისტრო ამ ფაქტს დადებითად არ უყურებს, რადგან ეს მოვლენა სამომავლოდ უარყოფითად აისახება მათი მოსახლეობის გამრავლებაზე.


ასევე იხილეთ:

16 აგვისტო - უსახლკარო ცხოველთა საერთაშორისო დღე

ახალი წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ცხოველების შეყვანის წესები იცვლება

ყველაზე კეთილგანწყობილი ქვეყნები ცხოველების მიმართ

კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?