2014 წლის ყველაზე ცნობილი ისტორიების კოლაჟი ცხოველებზე
2014 წლის ყველაზე ცნობილი ისტორიების კოლაჟი ცხოველებზე
რადგან საუკეთესო სურვილებითა და დიდი იმედით ვხვდებით 2015 წლს, სასურველია, გადავხედოთ 2014 წელს, როდესაც არა ერთი საოცარი და კარგი ამბავი გვსმენია ცხოველებზე. ბევრი სევდიანი ისტორია წაგვიკითხავს, გაგვიგია, გვინახავს, რომლებიც კარგად დასრულებულა და ცხოველთა მოყვარულებისთვის დიდი იმედის მომცემი ყოფილა.

მართლაც, არც ისე სასტიკი ყოფილა ეს ქვეყანა და კეთილი ადამიანები ყოველთვის, ყველგან არიან და იქნებიან.

ქვევით ჩამოთვლილია არასრული, თუმცა, ცნობილი ამბები, რომლებიც 2014 წელს მოხდა. ყველა თავისებურად განსაკუთრებულია. ამ ცხოველებმა თავიანთი პატარა ისტორია შექმნეს ადამიანებთან ერთად და ეს ისტორიები მსოფლიოს გააგებინეს.

მომვლელი და შიმპანზე ერთმანეთს ემშვიდობება, ცხოველი
ტყვეობიდან ველურ ჯუნგლებში ბრუნდება.

Zooclub


















ფილიპინები, 2014 წელი. ახალგაზრდა მამაკაცმა წყალდიდობის დროს შველი გადაარჩინა.

Zooclub






















Zooclub




















კატა, სახელად ტარა, რომელმაც თავისი პატარა ოჯახის წევრი აგრესიული ძაღლისგან დაიცვა.

Zooclub




























პენსიაზე გასულმა ძაღლმა, რომელიც პოლიციაში მსახურობდა, კნუტი იშვილა.

Zooclub




















მამაცი ბოქსიორი, რომელიც ორი ფეხით დარბის. (ის თანდაყოლილი დეფექტით დაიბადა- ორი ფეხით).

Zooclub















მამაკაცი, რომელმაც დათვი ზღვაში დახრჩობას გადაარჩინა. ისტორია

Zooclub





























საცოდავი არწივი, რომელიც ზღვიდან ამოიყვანეს. ისტორია

Zooclub

















უსინათლო ძაღლი, რომელმაც ოპერაციის შემდეგ პირველად ნახა თავისი ოჯახის წევრები. ვიდეო

Zooclub
















პატარა კატა და "დიდი" კატა, რომლებიც განუყრელი მეგობრები არიან. ვიდეო

Zooclub


















ადამიანი, რომელმაც სიკვდილისთვის განწირული ძაღლი, რისკის ფასად, ჭიდან ამოიყვანა.

Zooclub














Zooclub














შველი, რომელიც ღობეში გაიჭედა, კეთილმა ადამიანებმა იპოვეს და დედასთან ერთად ტყეში გაუშვეს.

Zooclub


















Zooclub


















ჯონი და ჩაჩი, ორი უპატრონო ძაღლი, რომლებიც ერთმანეთს არასოდეს ტოვებენ. ამბავი

Zooclub



















ლაბორატორიიდან განთავისუფლებული ბიგლები, რომლებმაც ბალახზე ფეხი პირველად დადგეს. ამბავი

Zooclub




















ბენტლი, უნარშეზღუდული ძაღლი, რომლისთვისაც პატრონმა გამოიგონა სპეციალური ეტლი.

Zooclub

















ჰასკი, რომელიც დიდი სითბოთი და სიყვარულით შეხვდა ოჯახის ახალ წევრს.

Zooclub















2 წლიანი განშორების შემდეგ, ძაღლი პატრონს ხვდება და სიხარულისგან გული მისდის. ამბავი

Zooclub















10 წლის თევზი, რომელსაც ქირურგებმა ოპერაციით სიცოცხლე შეუნარჩუნეს. ამბავი

Zooclub

















საოცარი ბავშვი, რომელიც მშობლებს ყოველ წელს მიყავთ ავსტრიის ალპებში, რათა თავისი მეგობარი მარმოტრები (ალპური ზაზუნა) მოინახულოს. ამბავი

Zooclub


















უსინათლო ძაღლი და მისი ერთგული მეგობარი, "გიდი" კატა. ამბავი

Zooclub















ჩიხუახუა, სახელად ტურბო, რომელიც ორი ფეხით დაიბადა. ამბავი

Zooclub


























ამ საცოდავმა ძაღლმა თავის ახალ და ლამაზ ოჯახში იმედი, სიყვარული და მზრუნველობა იპოვა. ამბავი

Zooclub














კუს, რომელსაც სიარული არ შეეძლო, პატრონმა ლეგოს სათამაშოსგან სპეციალური მოწყობილობა გაუკეთა. ამბავი

Zooclub
















ბუ, რომელმაც მსოფლიოს აჩვენა, რომ არაფერია შეუძლებელი. ამბავი

Zooclub




















კიდევ ბევრი ისტორიაა, რომლებიც იძლევა იმის მაგალითს, თუ რამდენად მამაცნი, ერთგულნი, სიცოცხლის მოყვარენი არიან ცხოველები. ადამიანმა შეიძლება, არა ერთი მათგანისგან მაგალითი აიღოს. ისინი ჩვენ სტიმულსა და სიცოცხლის ხალისს გვმატებენ. იმედია, მომავლაშიც გააგრძელებენ ადამიანები მათ დახმარებას. ცხოველების უმეტესობას ხომ ადამიანების გარეშე სიცოცხლე არ შეუძლიათ.

















eloli
უსაყვარლესები, უთბილესები და უერთგულესები... ნეტა ყველა ეს თვისება ადამიანებს გაგვაჩნდეს... დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და სასიამოვნო ინფორმაციებისთვის! ამ სიცივით და უგულობით გამორჩეულ სამყაროში თქვენ სთბო და სიყვარული შემოიტანეთ...
qeti
დიდი მადლობა ! ასე დადეთ საინტერესო და სულის საზრდო ამბები რა!
nini
კარგი კოლაჟია,გაიხარეთ
ok
არ შეიძლება ადმიანს გული არ გაუთბოს აქ მოთხრობილმა სიუჟეტებმა. ნეტრავ, ყველა ამბავი ასე კეთილად სრულდებოდეს....
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?