მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჟანგბადის გარეშე ცოცხლობს
მეცნიერებმა აღმოაჩინეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ჟანგბადის გარეშე ცოცხლობს
ბიოლოგებმა პირველად აღმოაჩინეს ცხოველი, რომელიც ჟანგბადის გარეშე ცოცხლობს, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა "Proceedings of the National Academy of Sciences"-ი ავრცელებს. მიკროსკოპული პარაზიტი  Henneguya salminicola-ი მედუზასა და პოლიპის შორეული ნათესავია, Myxozoa-ს კლასიდან. ისინი აქტიურად მრავლდებიან ორაგულისა და სხვა თევზების ორგანიზმში.

თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ამ არსების უჯრედები მიკროსკოპში ზედმიწევნით შეისწავლეს და აღმოაჩინეს, რომ მას არ გააჩნია მიტოქონდრია - სტრუქტურა, რომელიც პასუხისმგებელია ჟანგბადით სუნთქვაზე და ხშირად "ენერგეტიკულ სადგურებს" უწოდებენ. ამის მაგივრად, მას აქვს რაღაც მსგავსი, მაგრამ ეს მიტოქონდრიის ფუნქციას არ ასრულებს. მეტიც, უნიკალური პარაზიტის დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ  ამ ორგანოების
ფორმირება მათ გენეტიკაში არ არის. გარდა ამისა, Henneguya salminicola საკვების განაწილების მხრივ, კიდევ სხვა თავისებურებებს
ფლობს.

მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ადრეული ევოლუციის პერიოდში ამ პარაზიტს ჰქონდა ნორმალური მიტოქონდრია, რომელიც დროთა განმავლობაში გაქრა. ბიოლოგების ვერსიით, ეს პარაზიტს უბრალოდ არ სჭირდებოდა, რადგან მან ისწავლა ყველა საჭირო ნივთიერების "პატრონისგან" მიღება.

წყარო: pnas.org
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?