თეთრი ზღვის ბინადარმა "ანგელოზმა", რომელიც ყინულის საფარქვეშ გადაიღეს, ინტერნეტ სივრცე მოხიბლა (უჩვეულო ვიდეო)
ინტერნეტ მომხმარებლები მთელი მსოფლიოდან აღფრთოვანებას გამოხატავენ იმ ერთი ციდა მოლუსკის ხილვით, რომელიც გადაღებულია თეთრი ზღვის ყინულის ქვეშ. ამ არსებას "ზღვის ანგელოზს" (Clione limacina)  უწოდებენ. მისი ბინადრობის არეალი ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის ზღვებია.

ზღვის ანგელოზის სხეულის სიგრძე ორიდან ოთხ სანტიმეტრამდე აღწევს. საინტერესოა, რომ ეს იდუმალი არსება ზღვის ეშმაკებით იკვებება - ასევე არიან მოლუსკები, რომლებიც ნიჟარებში ცხოვრობენ.

ზღვის ანგელოზს აქტიურად სწავლობენ ნეიროფიზიოლოგები, რადგან ამ მოლუსკის ნეირონები ერთმანეთისგან კარგად გამოირჩევა, რაც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, შეისწავლონ მისი ურთიერთქმედებათა მექანიზმები.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?