თუთიყუში დრაკულა: საშიში და ამავდროულად ულამაზესი ფრინველი
თუთიყუში დრაკულა: საშიში და ამავდროულად ულამაზესი ფრინველი
ფასკუნჯის თავი, თუთიყუშის სხეული, ხოლო ნისკარტიდან კუდამდე მისი სიგრძე კაკადუზე და არაზე დიდია. ეს ფანტასტიკა არ არის - გაიცანით, თუთიყუში დრაკულა!

მეცნიერულად მას არწივისებრ თუთიყუშს უწოდებენ. მისი ბინადრობის არეალია ახალი გვინეის ტროპიკული ტყეები და ბორცვები.

ამ ულამაზესი ფრინველის გარეგნული დამახასიათებელია ღია წითელი ბუმბული, რომელიც იდეალურად ერწყმის ნაცრისფერ გულს, კუდსა და ზურგს.

ზრდასრული არწივისებრი თუთიყუში შესაძლოა გაიზარდოს 45 სმ-მდე სიგრძის, ხოლო კუდის წვერიდან ნისკარტის წვერამდე გაზომვისას, ზოგიერთი ინდივიდი ერთი მეტრის სიგრძემდეც აღწევს.

Zooclub

რატომ ეძახიან ამ ფრინველს დრაკულას? არსებობს რამდენიმე მიზეზი. პირველი - მისი საშინელი
ხმა. ამბობენ, რომ თუთიყუში-დრაკულა გამოსცემს მკვეთრ, უხეშ, ყვირილისმაგვარ ხმებს. ის ფრენისას ხშირად ყვირის.

არწივისებრი თუთიყუში
ხილის მჭამელი ფრინველია. ამასთანავე, ის იკვებება ლეღვის რამდენიმე სახეობით. თავი დაფარული აქვს ჯაგრისებრი ბუმბულით, რის გამოც მას "ჯაგართავიან თუთიყუშსაც" უწოდებენ. მისი ნისკარტის მოყვანილობა საშუალებას აძლევს, ხილის წვენით არ დაისვაროს.

Zooclub

უმეტესობა ჩვენგანს ამ თუთიყუშის სახეობაზე არაფერი სმენია. გასაკვირიც არაფერია, რადგან მათი რაოდენობა არც ისე ბევრია, ამიტომ არწივისებრი თუთიყუში წითელ წიგნშია შეყვანილი.

Zooclub

ამჟამად დრაკონი-თუთიყუშების რაოდენობა 20 ათასი ზრდასრული ინდივიდია და დღითიდღე მცირდება.

ამ ფრინველზე ბუმბულისთვის ნადირობენ, ხოლო მისი ბინადრობის არეალი ადამიანის ხელით ნადგურდება. სხვა მიზეზები: არწივისებრ თუთიყუშზე ნადირობენ შავ ბაზარზე გასაყიდად და მის ხორცს საკვებად იყენებენ.


კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?