8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ძაღლების აზროვნებაზე
8 ნაკლებად ცნობილი ფაქტი ძაღლების აზროვნებაზე
ძაღლი რომ ადამიანის ოთხფეხა მეგობარია, აღარავინ დაობს. ადამიანების მსგავსად, ყველა ძაღლს ინდივიდუალური ხასიათი აქვს, ამიტომ არც ისე ბევრი რამ ვიცით მათი ზოგადი აზროვნებისა და ქცევების შესახებ.

ჩვენ შევკრიბეთ რამდენიმე ფაქტი ძაღლის აზროვნებასა და ქცევებზე. ეს ფაქტები სპეციალისტებმა არაერთი ცდისა და ექსპერიმენტის შედეგად გამოავლინეს.

1. სპეციალისტები თვლიან, რომ საშუალოდ ძაღლები აღიქვამენ 100-დან 200 სიტყვას, რომლებიც ასოცირდება მოქმედებებთან. მსგავსი ლექსიკონის მარაგი დამახასიათებელია 2-3 წლის ბავშვისთვის.

2. ძაღლისთვის მნიშვნელოვანია ხმის ტემბრიც. მაგალითად, როდესაც შინაურ ცხოველს ესმის ქება და მოფერება, რაც ნათქვამია ნეიტრალური ჟღერადობით, მისი ტვინის
პოზიტიური ველი აქტიურდება, რადგან სიტყვის მნიშვნელობა სასიამოვნო ასოციაციებს იწვევს, ხოლო პოზიტიური სასიხარულო ხმა მისი ტვინის
აქტიურობას კიდევ უფრო მეტად ამაღლებს.

3. ძაღლს შეუძლია დაიმახსოვროს მოქმედება ან გამომეტყველება, მაგრამ იმის შანსი, რომ შინაური ცხოველი გაიხსენებს აუცილებელ ინფორმაციას, დროის განმავლობაში მცირდება. ამასთანავე, მეხსიერებასთან დაკავშირებულ ცდებზე, ის დაბრკოლებებით რეაგირებს, თუ ამას არ ელოდება, ისევე როგორც ადამიანი.

4. კვლევებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლების სულ მცირე 20 პროცენტს ურჩევნია პატრონისგან შექება მოისმინოს, ვიდრე საკვები მიიღოს. ეს აჩვენებს ძაღლების დამოკიდებულებას პატრონების მიმართ და ეჭვქვეშ აყენებს ჰიპოთეზას, რომ კომპანიონი ცხოველი ადამიანთან მხოლოდ გემრიელი საკვებისთვის ცხოვრობს.

5. ძაღლებს, რომლებიც სმენადაქვეითებულ ადამიანებთან ცხოვრობენ, რეაგირება შეუძლიათ ჟესტებზე, ხელის მოძრაობით ბრძანებებზე. 

6. ყველა ძაღლს შეუძლია ამოიცნოს პატრონის სახის გამომეტყველება - ის ხმის გარეშე ასხვავებს ღიმილსა და გაბრაზებას. ამასთანავე, შინაური ცხოველისთვის ღიმილი გაცილებით სასიამოვნოა, ხოლო გაბრაზებული გამომეტყველება მასში ნეგატიურ ასოციაციებს იწვევს.

7. ძაღლი ტელევიზორზე ადამიანივით რეაგირებს: მას შეუძლია ეკრანზე გამოსახული ცხოველი გარეგნულად გაარჩიოს. ასევე, შინაური ბინადარს ესმის ყეფა,  თუ ეს ხმა ტელევიზორიდან მოდის. საინტერესო ფაქტი: ძაღლი კადრების ცვლილებაზე ადამიანებზე უკეთ რეაგირებს, ამიტომ მისთვის ფილმის სტანდარტული სიჩქარე შედარებით ნელია.

8. ძაღლს შეუძლია ადამიანის ურთიერთქმედებას თვალი ადევნოს და მის მიმართ თავისი დამოკიდებულება შეცვალოს - დადებითით ან უარყოფითით. ძაღლი განსაკუთრებით აკვირდება თქვენს დამოკიდებულებას მისი პატრონის მიმართ.
ფუმფულა ნანა -ს
არ გყოლით არასოდეს ეტყობა ძაღლი :) ჩემს ძაღლს ეს თვისებები აშკარად აქვს გამოხატული, და დამატებით - ნასვამ ხალხს ვერ იტანს - ეგრევე საკბენად იწევს, ოღონდ მართლა :)
ჟანგიან ჟორას გოგო ფუმფულა ნანა
რა მოვუხერხო ჩემ ძაღლს აღარ ვიცი. გათენდება თუ არა, ბაზარში მიდის, პროდუქტს რომ მოიტანს, მერე გაზეთების ამოსატანად კიოსკში გარბის, მაგრამ ჟურნალი თბილისელები სულ ავიწყდება. მის ნაცვლად, ხან სარკეს ამოიტანს, ხან პლეიბოის, ხან „ზა რულიომ“ თბილისელები მუდმივად ავიწყდება. რისი ბრალი უნდა იყოს, იცით ვინმემ? ძალიან გთხოვთ და მეიხმარეთ რაააა...
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?