ცხოველთა სამყაროს ალბინოსი წარმომადგენლები (საოცარი ფოტოები)
ცხოველთა სამყაროს ალბინოსი წარმომადგენლები (საოცარი ფოტოები)
ალბინიზმი - მდგომარეობა, რომელიც კანის მელანინის პიგმენტაციის დაკარგვას იწვევს, - წერს გამოცემა "Animal Channel"-ი.  მისი ძირითადი ნიშნებია: ზედმეტად ღია თმა/ბეწვი და კანი. ალბინიზმი ასევე აისახება თვალებზე, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, მკრთალი ცისფერია.

მიუხედავად ამისა, ალბინიზმმა შესაძლოა, გამოიწვიოს სხვა გაცილებით სერიოზული პრობლემები. მელანინი (კანის პიგმენტი) მხედველობითი ნერვის განვითარების მთავარი ნაწილია. ეს ნიშნავს, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანების უმეტესობა უსინათლო ან ზედმეტად ახლომხედველია. ასევე, მიდრეკილნი არიან კანის კიბოს დაავადებისკენ, ამიტომ ალბინიზმის მქონე ადამიანებისთვის მნიშვნელოვანია, კანი და თვალები მზისგან დაიცვან.

ალბინიზმით დაახლოებით 18 ათასიდან 20
ათასამდე ადამიანი იტანჯება, მაგრამ ეს არ ვლინდება მხოლოდ ადამიანებში. აღნიშნული დაავადება თითქმის ყველა სახეობის ცხოველში
გვხვდება, მათ შორის არიან ძუძუმწოვრები, რეპტილიები, ფრინველები, წყალხმელეთა ცხოველები და თევზები.

იხილეთ ალბინოსი ცხოველების საოცარი ფოტოები
გალერეა
lia
ციყვი ფანტასტიკურია :)
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?