გაიცანით, მორცხვი სურიკატის ნაშიერი და მისი ოჯახი (15 ფოტო)
გაიცანით, მორცხვი სურიკატის ნაშიერი და მისი ოჯახი (15 ფოტო)
იაპონელს, მეტსახელად "mamekoro51"-ს, როგორც ჩანს, ყველაზე სასიამოვნო ჰობი აქვს - სხვადასხვა ცხოველის ნაშიერისთვის ფოტოების გადაღება. ინოკასარას პარკში (ტოკიო) სეირნობისას, მან გაიცნო სუროკატების საოცრად საყვარელი ოჯახი.

ფოტოგრაფმა შეამჩნია პატარა სუროკატი, რომელიც კედლის უკან იმალებოდა. თავიდან ცხოველი შეშინებული ჩანდა, თუმცა, რამდენიმე წუთის შემდეგ, სამალავიდან გამოვიდა და სტუმარი თავის ოჯახთან მიიყვანა.

სურკატი - ძუძუმწოვარი მანგუსტების ოჯახიდან. ეს ცხოველები ბინადრობენ კალაჰარის უდაბნოში, ბოტსვანაში, ნამიბიის უდაბნოს უმეტეს ნაწილში, ანგოლაში და სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.

სუროკატები ცხოვრობენ კოლონიებად, რომელიც მოიცავს 20-დან 50-მდე ინდივიდს. ტყვეობაში საშუალოდ 12-14 წელი ცოცხლობენ, ხოლო ბუნებრივ არეალში 
მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა ორჯერ ნაკლებია.

კოლონიებში მხოლოდ დომინანტ მდედრს აქვს უფლება შთამომავლობის გაგრძელების. დანარჩენი მდედრები მისი ნაშიერების გამოკვებით და დაცვით არიან დაკავებულნი.

პატარა სუროკატები სამყაროს უფროსების დახმარებით ეცნობიან და ზუსტად იმეორებენ მათ ქცევებს. გარდა ამისა, მშობლები და "ძიძები" პატარებს ასწავლიან, თუ როგორ დაიჭირონ საკვებისათვის სხვა მწერები და მორიელი, რომელსაც შხამიან კუდს აცლიან. 

მიუხედავად ამისა, სუროკატი სასტიკი ცხოველია, რადგან მდედრები დომინანტი ოჯახის ნაშიერებს ხშირად ხოცავენ, რათა მომავალში თავიანთი შთამომავლებისთვის ადგილი განთავისუფლდეს.

იხილეთ სუროკატების ოჯახის ფოტოგალერეა

წყარო: boredpanda.com
გალერეა
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?