ველური ძაღლი დინგო: მსოფლიოში ყველაზე უცნაური მტაცებელი
ველური ძაღლი დინგო: მსოფლიოში ყველაზე უცნაური მტაცებელი
ადამიანმა ძაღლი საუკუნეების წინ მოიშინაურა და დაავიწყდა, რომ ოდესღაც ის ნამდვილი მგელი იყო. ცივილურობიდან ველურობამდე ჩვენც ერთი ნაბიჯი გვაშორებს, ამ მხრივ კი ცხოველებზე სადაო არაფერია. ამის ნათელი მაგალითია ძაღლი დინგო, რომელიც ოდესღაც ადამიანმა მოიშინაურა, თუმცა, შემდეგ ის კვლავ გაველურდა და ადამიანების გარემოცვაში ყოფნას ველური ბუნება არჩია.

უნდა აღინიშნოს, რომ დინგოს გაწვრთნა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს სახეობა ავსტრალიის ტერიტორიაზე იმდენად გავრცელდა, რომ გაანადგურა რამდენიმე ადგილობრივი კონკურენტი სახეობა. ამჟამად დინგო მზად არის კბილებით და ბრჭყალებით დაიცვას არა მხოლოდ თავისი სანადირო ტერიტორია, არამედ ველურ ცხოველად
დარჩენის უფლებაც.

უძველესი გენი

Zooclub

სავარაუდოდ, დინგოების გვარი ფართოვდება ერთი პატარა ჯგუფიდან, რომელიც ავსტრალიის ტერიტორიაზე ჩვ.წ. აღ-მდე
4000 წელს მოხვდა. სპეციალისტები გამოთქვამენ აზრს, რომ შორეულ კონტინენტზე დინგოს, სხვა ცხოველების მსგავსად მიგრირება არ მოუხდენია, ის ავსტრალიაში სამხრეთ აზიის ტერიტორიიდან მოხვდა, რაც მიანიშნებს წარსულში ამ ძაღლების არაერთ კონტინენტზე ბინადრობას.

"მგლის შვილი"

Zooclub

სპეციალისტების უმეტესობა დინგოს მიიჩნევს ინდური (იგივე აზიური ან ირანული) მგლის შთამომავლად. ამჟამად ინდური მგელი გავრცელებულია მხოლოდ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე, თუმცა, გასული საუკუნის შუა პერიოდში აღმოაჩინეს ველური ძაღლის კიდევ ერთი შესაძლო ნათესავი: ახალგვინეური მომღერალი ძაღლი. სახელიდან გამომდინარე, მისი ხილვა შესაძლებელია მხოლოდ ახალი გვინეის ტყეებში.

გაიქცნენ და გამრავლდნენ

Zooclub

დინგოსთვის ავსტრალია დედამიწის ნამდვილ სამოთხედ იქცა - ნადავლი ბევრია, ხოლო კონკურენტები და მტრები თითქმის არ არსებობენ. ძაღლები, რომლებსაც შეუძლიათ მარტოხელა ჩანთოსნებზე ხროვებად ნადირობა, გადარჩნენ, გამრავლდნენ და მთელს კონტინენტზე გავრცელდნენ. მეტიც, მათ მიაღწიეს უახლოეს კუნძულებამდე. ბიოლოგები თვლიან, რომ რამდენიმე ჩანთოსანის გადაშენების ძირითადი მიზეზი დინგოა.

სოციალური ხროვა

Zooclub

ისევე როგორც მგლები, დინგოებიც ხროვებად ცხოვრობენ- 5-დან 13 ძაღლი. სოციალური ცხოვრება აგებულია ერთ დომინანტ წყვილზე: მხოლოდ მათ შეუძლიათ გამრავლება და მხოლოდ ისინი იღებენ გადაადგილების გადაწყვეტილებას. ალფა-ხვადი თავის ადგილს იკავებს იმ დრომდე, სანამ არ გამოჩნდება მასზე ძლიერი და არ შეცვლის წინამძღოლს.

გარეგნული სხვაობა

Zooclub

ერთი შეხედვით, დინგოს განსხვავება ჩვეულებრივი ძაღლისგან რთულია. ის საკმაოდ მაღალია - ნიდაოდან 67 სმ-მდე აღწევს. ველური ძაღლის სახის ფორმა ოთხკუთხედია, ხოლო ბეწვი ძალიან ხშირი და ჟღალი შეფერილობისაა. ნამდვილ დინგოს არ შეუძლია ყეფა, მაგრამ მისი ყმუილი და ღრენა მგლისგან არაფრით განსხვავდება.

წვრთნა და მოშინაურება

Zooclub

ამ ეგზოტიკური ცხოველის მოშინაურება შესაძლებელია, მაგრამ ადამიანთან შეჩვევის შანსი მხოლოდ ლეკვს აქვს: ზრდასრული ინდივიდები ცივილიზაციასთან ადაპტირებას ვერ ახერხებენ. უნდა აღინიშნოს, რომ დინგო პატრონად მხოლოდ ერთ ადამიანს აღიარებს და მას არასოდეს უღალატებს, სიკვდილის შემთხვევაშიც კი.

ბრძოლა "მზიანი ადგილისთვის"

დაახლოებით მე-19 საუკუნის შუა პერიოდში ავსტრალიელები აქტიურად ჩაებნენ მეცხვარეობის საქმიანობაში, რომელიც ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. დინგოსთვის ეს სიტუაცია მომგებიანი გახდა: ცხვრებზე ნადირობა ველური ძაღლისთვის მარტივი აღმოჩნდა. ავსტრალიელი მეცხვარეები იძულებულნი გახდნენ დიდი ღობე აეშენებინათ (ამჟამად მისი სიგრძე 5614 კმ-ს შეადგენს, რომელიც იწყება ქალაქ ტუვუმბადან და აღწევს ავსტრალიის დიდ ყურემდე). ღობის გასამაგრებლად ხელისუფლება ყოველ წელს 15 მილიონ დოლარს ხარჯავს.
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?