გსმენიათ, რომ პეპელა სტრესის საუკეთესო მკურნალია?! - ყველაფერი ფარფატა არსებაზე
სილამაზის, სიყვარულისა და ერთგულების, გაზაფხულის, უკვდავებისა და მარადიული სიცოცხლის სიმბოლომ - იდუმალებით მოცულმა პეპელამ, რომელიც ლეპიდოპტეროლოგების (პეპლების შემსწავლელი მეცნიერები) მტკიცებით, 200 მლნ. წლის წინ დაიბადა იურულ პერიოდში, თითქმის 4 ათასი წლის წინ, ეგვიპტელ ფარაონთა ფრესკები დაამშვენა, უძველესი სლავების ლეგენდებში კი, გარდაცვლილ სულთა განსახიერებად იქცა და განსაკუთრებული მოწიწება, პატივისცემაც დაიმსახურა.

ამასთანავე,  ულამაზესი ფარფატა არსება დღემდე პოეტების შთაგონების წყაროდ და ცნობილი კოლექციონერების საყვარელ ობიექტად რჩება. მაგალითად, ვლადიმერ ნაბოკოვი, რომელმაც საკუთარი კოლექცია ლოზანას უნივერსიტეტის ზოოლოგიის მუზეუმს უსახსოვრა, 3 500-ზე  მეტ არაჩვეულებრივ ეგზემპლარს ფლობდა.

წყარო:
palitranews.ge
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
დახმარება
  • რა ვაჭამოთ?
  • ჯიშები
  • სად ვიყიდოთ?
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საკვებს აჭმევთ თქვენს ძაღლს?